მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ტერორიზმის საფრთხე საქართველოში

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო ტელევიზიის I არხით ნაჩვენები იქნა გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ტერორიზმის თემას. გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეები, ასევე ეკუმენიზმის აპოლოგეტი სასულიერო პირები: მეუფე აბრაამი, დეკანოზები ბასილ კობახიძე და გიორგი ჩაჩავა, სხვა კომფესიის წარმომადგენლები. გადაცემის დასაწყისიდანვე ნათელი გახდა მისი იზანი – ტრადიციული მართლმადიდებლობისა და მის დამცველთა წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის შექმნა. სამწუხაროა, რომ "I არხი" ამგვარი პროპაგანდის ტრიბუნად იქცა.

გადაცემის წამყვანი და მონაწილეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ეკუმენიზმისა და ეკლესიური ლიბერალიზმის მომხრე სასულიერო პირები, ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ აზრი, თითქოს საქართველოში რეალურად არსებობს ტერორიზმის საფრთხე და იგი მდინარეობს, არც მეტი, არც ნაკლები, ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველთაგან, მათგან, რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობა და ეკლესია შეინარჩუნონ მოციქულებრივი სიწმინდით, სახარებისეული ჭეშმარიტებით, 7 მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი დოგმატური უცვლელობით, წმიდა გადმოცემათა და მამათა სწავლებებთან შესაბამისობით, და ბოლოს - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მართლმკვეთელური ისტორიისა და ტრადიციების ერთგულებით. ასეთ მართლმადიდებლებს ისინი ფუნდამენტალისტებსა და ფანატიკოსებს უწოდებენ, და ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, თითქოს ტერორიზმის საფრთხე სწორედ ამ მართლმადიდებლებისაგან მომდინარეობს. საბედნიეროდ, გადაცემის ერთერთმა მონაწილემ სამართლიანად აღნიშნა, რომ საქართველოში ისტორიულად ტერორისტები არ არსებობდნენ. ერთადერთი ტერორისტი, რომელიც გასული საუკუნის 70-ან წლებში მოქმედებდა, იყო სწორედ ლიბერალი, რომელიც ტერორით ცდილობდა ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას საზოგადოებაში. როგორც ჩანს ლიბერალური ტერორის საფრთხე საქართველოში კვლავ არსებობს, და რაოდენ სამწუხაროა, რომ მის მქადაგებელთა შორის საქართველოს ეკლესიის წევრი სასულიერო პირებიც გვევლინებიან. ეს პირები მართლმადიდებლობის ალტერნატივად ეკუმენიზმს, მოდერნისტულ სწავლებებსა და ლიბერალურ ცნობიერებას სახავენ. მათი ლოზუნგი განცხადებულია ეკუმენისტურ ჟურნალ "ზღვარში" და ასე ჟღერს: "რეფორმაცია ან სიკვდილი" ("ზღვარი", N1(3), 2004). ადვილი მისახვედრია ამ ლოზუნგის რეალური შინარსი – "სიკვდილი მართლმადიდებლებს". ესაა ეკუმენისტურ-ლიბერალური ტერორი, რომელიც, ფაქტობრივად, დაწყებულია მართლმადიდებელთა მიმართ არნახული ცილისწამებისა და მათი დევნის სახით. I არხის ხსენებული გადაცემაც ამ პროცესის გაღრმავებას ემსახურებოდა.

პარალელები ბოლშევიკურ ტერორთან

ლიბერალური ტერორის მოსურნეებსა და ბოლშევიკებს, დღევანდელობასა და ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების პერიოდს შორის რეალური პარალელები არსებობს. წინა საუკუნის დასაწყისშიც მზადდებოდა იდეოლოგიური, ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუცია, შემდეგ ტერორი - 37 წელი. დღესაც ანტიმართლმადიდებლური, ეკუმენისტურ-ლიბერალური კამპანია მიმდინარეობს და ცდილობენ ეკლესიაში "37 წელი" მოამზადონ, ლოზუნგით – "რეფორმაცია ან სიკვდილი". აქეთკენაა მომართული ტელევიზია, პრესა, სპეცსამსახურები, იღვრება ცილისწამება, სიცრუე.

ამ მიზნით წინა, მოსამზადებელ პერიოდში გარკვეული სტრუქტურებისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ მომზადდა და დამკვიდრდა "მკალავიშვილის სინდრომი", ახლა კი ცდილობენ ეს ფენომენი მართლმადიდებლობასთან გააიგივეონ და მართლმადიდებლებს პოტენციური ტერორისტების სახელი მიაკერონ. ამასვე ემსახურება ხსენებული სასულიერო პირებისა და მათი თანამოაზრეების გამოსვლები ტელეარხებით, პრესით, პრესკონფერენციებსა და ეკუმენისტურ შეხვედრებზე. მაგალითისათვის, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველებზე ამბობს ("თბილისელები" N24, 2004): "ისინი აცხადებენ, რომ ყველა სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენელი უნდა დაარბიო და იმდენი სცემო, სანამ არ მოკლავ . . . პატიარქსაც სერიოზულად აშანტაჟებენ".

მსგავსი ცილისწამებები მართლმადიდებელთა მიმართ მრავლად იფრქვევა. მაგრამ ვინც ჯორჯ სოროსის ინსტრუქციებს გაეცნობა, რომელიც მან გაუგზავნა შვილობილ ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტს", ყველა თანამოაზრეს, კომკავშირის მემკვიდრე მოძრაობა "კმარას" და სხვებს, მისთვის გასაკვირი აღარაფერი დარჩება. აი რას წერს "ბელადი" გამოცდილ თუ ნორჩ სოროსელებს: "განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ურჩებსა და ჯიუტებს, ვისაც არ სურს ქედი მოიდრიკოს ჩვენი უპირატესობის წინაშე, არ სურს იმუშაოს ჩვენთვის. ისინი ჯიუტად ამოჩემებული ეროვნული ღირსების ჩანასახშივე უნდა ჩახმენ . . . ნებისმიერი საბაბით ამხილეთ ურჩები და სახელი გაუტეხეთ. ხმები გაუვრცელეთ, საეჭვო რეპუტაცია შეუქმენით . . . აამხედრეთ მათ წინააღმდეგ ბრბო, მოუშალეთ გავლენიანი პოზიციები საზოგადოებაში, გამოიწვიეთ კონფლიქტზე. მთავარია ბრალი დასდოთ. რომ გამართლდენ არაფერია! რადგან ვინც თავს იმართლებს, უკვე ნახევრად დამნაშავეა" ("პრეს პრემიერი" N37, 2004).

საგანგაშოა, რომ მართლმადიდებლების მიმართ ცილისწამებებს აჰყვა უშიშროების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი. ერთ-ერთმა ჩინოსანმა კი თავს იმის უფლებაც მისცა, რომ არასანქცირებული დაკითხვა მოეწყო ეკლესიის რამოდენიმე ღვთისმსახურისათვის. გაზეთ "24 საათის" კორესპონდენტი შეეცადა უშიშროების სამინისტროში გაერკვია – ხსენებული ჩინოსანი ზემდგომთა დავალებით თუ კერძო ინიციატივით მოქმედებდა - მაგრამ უშედეგოდ ("24 საათი", N191, 2004). ფაქტი კი ფაქტად რჩება – სახეზეა მართლმადიდებელთა შანტაჟი, დაშინება, დევნა. საქმის ლოგიკიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში "I არხი" დაიწყებს პატიოსანი სამღვდლოების მიმართ ცილისმწამებლურ გადაცემებს. მაგრამ განა ქართული საზოგადოება ბრბოა, როგორც ეს სოროსს ჰგონია?

საინტერესო პარალელებია ასევე ჩვენს თანამედროვე ეკუმენისტ-ლიბერალებსა და იმ ტიპის საზოგადოებას შორის, რომლებმაც გასული საუკუნის 20-ან წლებში რუსეთში შექმნეს ე.წ. "Новая Живая Церковь". ეს იყო ანტიმართლმადიდებლური საკრებულო. მან, მიუხედავად მთავრობის მხარდაჭერისა, დიდხანს ვერ იარსება, ვინაიდან ცდილობდა ჭეშმარიტების ალტერნატივა ყოფილიყო. დღესაც ამ საზოგადოების სულიერი მამკვიდრეები - მუფეები: აბრაამი, ზენონი და გრიგოლი, მათი თანაგუნდელები - დეკანოზები ბასილ კობახიძე და გიორგი ჩაჩავა, მღვდელი ზაზა თევზაძე, სხვა თანამოაზრეები - ცდილობენ მართლმადიდებლობის ალტერნატივად ეკუმენისტური მწვალებლობა დასახონ, მოუწოდებენ საქართელოს ეკლესიას, შევიდეს ეკუმენისტურ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში". საოცარია, რომ ქრისტეს ღალატს თავადვე ახმოვანებენ. კობახიძე აცხადებს, "მე ვარ ეკუმენისტი და ვერ წარმომიდგენია ადამიანი ეკუმენური აზრის გარეშე" (თბილისელები N23 2004); იგი ამბობს, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია (ანუ უარყოფს ღმერთს), რომ მოციქული პავლე "წერს თავის შეხედულებებს, რომლებიც შეიძლება არ გაიზიარო" (კაკადუ N79 2004). გიორგი ჩაჩავაც წმინდანთა ნაწერების გადახედვას ითხოვს და კორესპონდენტის შეკითხვაზე: "გიორგი ათონელი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ხანძთელი არიან ავტორიტეტი წმინდანები თქვენთვის?" პასუხობს: "რთული საკითხია . . . ეს ყველაფერი განსახილველია" (თბილისელები 24 2004).

ისინი ასევე არ მალავენ იმას, თუ რატომ უღალატეს ქრისტეს და რატომ დაადგნენ იუდას გზას. მოუსმინეთ გიორგი ჩაჩავას: "მეუფე აბრაამმა ბევრის გაკეთება მოახერხა გერმანიის კათოლიკური ეკლესიის დახმარებით – აცხოვრეს, საკვები მისცეს . . . მაგალითად ბელგიის მთავრობა შეგვპირდა, რომ ჩვენს მღვდელს 1000 ევროს გადაუხდის ხელფასს, მაშინ, როდესაც, იცით, რომ ჩვენ საქართველოში "ხოზდაფინანსებაზე" ვართ. არის რუსული ანდაზა "Из песни слов не выкинешь". ამიტომ ჩვენც ჩვენი მხრიდან რაღაც შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ" (თბილისელები @24 2004). და დგამენ კიდეც ამ ნაბიჯებს მორუსულე, მოიტალიურე და სხვაგვარად ამეტყველებული სასულიერო პირები და შედეგად იქცნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი სიწმინდის დამცველთა წინააღმდეგ ეკუმენისტურ-ლიბერალური ტერორის იარაღად. იუდას გზა კი სხვა დაცემებსაც შობს, როგორიცაა უზნეობა, ცილისწამება, ჰუმანიტარულ საქონელზე ხელის მოთბობა და სხვა. ჩვენ გული გვტკივა მათ ამგვარ დაცემაზე და ვემუდარებით, დაუბრუნდნენ ვით უძღები შვილები ეკლესიის წიაღს.

ასევე თვალშისაცემი მსგავსებებია დღევანდელ ეკუმენისტ-ლიბერალებსა და გასული საუკუნის 20-ანი წლების "ნოვოცერკოვნიკებს" შორის – ამ უკანასკნელთა შორის იყო ქუთაისის მიტროპოლიტი კაჭახიძე თუ კუჭუხუძე. მაშინაც, განმაახლებლობის სენით შეპყრობილები, წვერგაპარსულები და განმოსილები, ღვთისმსახურების შემამსუბუქებელნი, დაუპირისპირდნენ საქართველოს ეკლესიას და მის პატრიარქს, ამბროსი ხელაიას. განმაახლებლები პატრიარქსა და მის მხარდამჭერებს ბნელებს, ჩამორჩენილებსა და ფანატიკოსებს უწოდებდნენ. ეუბნებოდნენ: ჩვენ შთამომავლობა ძეგლებს დაგვიდგამს, თქვენ კი აღარც მოგიხსენებენო. საბედნიეროდ ისტორიამ და ქართველმა ერმა სხვა არჩევანი გააკეთა: განმაახლებლები და მათი საქმეები ქვეყანამ უარყო, ისინი დავიწყებას მიეცნენ, ხოლო პატრიარქი ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა. ძვირფასო თანამემამულენი, ჩვენც ასევე ღირსეულად მოვიქცევით თუ ვიქცევით სოროსის მიერ სახელდებულ "ბრბოდ"?

სულიერი ტერორი მოზარდი თაობის მიმართ

საქართველოში სულიერი ტერორი განსაკუთრებული დაუნდობლობით ჩვენი შვილების, საქართველოს მომავალი თაობის მიმართ ხორციელდება. ამას ახორციელებენ საინფორმაციო საშუალებები. ამავე მიზანს ემსახურება დაგეგმილი სასკოლო რეფორმაც, რომელსაც სოროსის მიერ პრივატიზებული მთავრობა ახორციელებს. ასეთი რეფორმების წყალობით საქართველოში საშუალო სკოლა სექსუალური განათლებისა და სხვა უზნეო სწავლებების, მწვალებლური და სექტანტური პროზელიტიზმის ბუდედ იქცევა. შვილებს გაგვიზრდიან ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის მოძულეებად, მასწავლებელთა და მშობელთა დამსმენებად, კოსმოპოლიტებად, ეკუმენისტებად, ეგოისტებად და ზნედაცემულებად, ნორმალური, კონკურენტუნარიანი განათლება საქართველოში მხოლოდ შეძლებულთათვის იქნება ხელმისაწვდომი. ბ-ნი მინისტრი, კახა ლომაია აცხადებს: "რაც შეეხება სქესობრივი აღზრდის სწავლებას, ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა . . . მაგრამ თუ სკოლის სამეურვეო საბჭო გადაწყვეტს, შაბათს ან კვირას მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ფსიქოლოგები და ჩაატაროს საუბარი, გნებავთ მშობლებთან ან უფროსკლასელებთან, საწინააღმდეგო არაფერი მექნება". ("კვირის პალიტრა" 16-22 აგვ. 2004). შაბათ-კვირაობითობა და სხვა შეპარვითობები უმალ გაქრება, როგორც კი კანონპროექტები კანონის ძალას შეიძენენ. რეფორმირებული სკოლის მოდელიც ამას მოემსახურება - სკოლა იქცევა უზნეობისა და მწვალებლობის გავრცელების ასპარეზად.

ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია – აი, დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვატიკანი ცდილობს სკოლებში პაპიზმის პროპაგანდა განახორციელოს. ორგანიზაცია CRS (CATHOLIC RELIEF SERVICIS - "კათოლიკური დახმარების სამსახური") მიერ 2004 წ. 5 ივლისს მთავრობისადმი გაგზავნილ დიკუმენტში, რომელსაც ხალს აწერს კდს/კავკასიის ქვერეგიონალური წარმომადგენელი, ვინმე რიჩარდ ჰოფმანი, ნათქვამია: ""კათოლიკური დახმარების სამსახურმა" (კდს) შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. . . 10 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 წლის მანძილზე განახორციელებს 5,3 მილიონის ღირებულების პროექტს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება და მათი მიზანმიმართული მართვა."

იგივე მიზნებს ემსახურება ხელშეკრულება, რომელსაც ეწოდება “შეთანხმება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის: "კათოლიკური რელიგიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნად ისახავს ეკუმენისტური სულისკვეთების განმტკიცებას" (მუხლი 9).

ეს გასაიდუმლოებული დოკუმენტი ხელმოსაწერად კვლავ დღის წესრიგში დგება. ეკუმენისტები კი მიესალმებიან მის ხელმოწერას. 2004 წლის 16 თებერვლის “რეზონანსში” განთავსებულ პუბლიკაციაში მეუფე აბრაამი ამბობს, რომ იგი მოსურნეა და იმედოვნებს, რომ ხელმოწერა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მაინც შედგება.

იქნებ სექსუალური განათლების მიმართ აქვთ ანტიპატიები ეკუმენისტ სასულიერო პირებს? მაგალითისათვის დეკანოზი ბასილ კობახიძე იწონებს ასეთი სწავლების დანერგვას სკოლებში. ასევე აცხადებს: "სახელმწიფოში არც ჰომო-, არც ტრანსსექსუალების უფლებები არ უნდა ილახებოდეს და მათი დამცველი, პირველ რიგში, ეკლესია უნდა იყოს და არის კიდევაც!" (კაკადუ N79 2004). სწორედ ჰომო- და ტრანსსექსუალების უფლებების დამცველ ეკლესიაზე ოცნებობენ ბასილ კობახიძე და მისი თანამოაზრეები. მოყვანილი ციტატის ბოლოს ძახილის ნიშანი კი მუქარის ნიშნად მოჩანს, მუქარისა, რომელიც მიმართულია იმ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ, რომლებსაც არ სურთ ჩვენი ეკლესია ეკუმენისტურ-მწვალებლური, კორუმპირებული, სოდომ-გომორულ და ტრანსსექსუალურ ცოდვაში ჩავარდნილი იხილონ. დევნისა და ანგარიშსწორების მუქარები თუ მოწიდებები კი სულ უფრო ხშირად გაისმის ეთერში. ამასვე ემსახურებოდა "I არხის" ზემოხსენებული გადაცემაც. სწორედ ამან აგვაღებინა ხელში კალამი. ამ გადაცემამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ საქართველოში ეკუმენისტურ-ლიბერალური და სულიერი ტერორი ხორციელედება, რომლის სამიზნეა მართლმადიდებლეური და ეროვნული ცნობიერების მატარებელი სასულიერო თუ საერო პირები, განსაკუთრებით კი – საქართველოს მომავალი, მოზარდი თაობა, რომელსაც სკოლებში უმზადებენ სულის წარმწყმედ და გამრყვნელ სწავლებებს – სექსუალურ განათლებასა და პაპისტურ კლუბებს, გეგმავენ ეროვნული და მართლმადიდებლური ცნობიერების გამაღვივებელი საგნების შეზღუდვას, ეროვნული ღირებულებების ჩანაცვლებას კოსმოპოლიტური და ლიბერალური ღირებულებებით.

ამ ტერორის მსხვერპლის სიმბოლოდ სავსებით გამოდგება სურათზე გამოსახული იმ მოზარდის ხელი, რომელიც ბესლანის შემზარავ ტერორს ემსხვერპლა, მოზარდისა, რომელმაც არ გააქელინა პატიოსანი ჯვარი ქრისტეს ჯალათებს. და თუკი ბესლანის ტერორში ტერორისტებთან ერთად დამნაშავეა რუსეთის ხელისუფლება, ჩინოვნიკები, ინტელიგანცია, რუსეთის ეკლესიის ის იერარქები და სამღვდელოება, რომლებიც იწყნარებენ რუსეთის პოლიტიკას კავკასიაში, ბრალეულთა ასეთივე შემადგენლობა გვეყოლება საქართველოშიც, თუკი სულიერი და ლიბერალური ტერორის შემოქმედებმა მოახერხეს ქვეყანაში ეკუმენისტური ცნობიერების დამკვიდრება, ეკლესიის მწვალებლურ რელსებზე გადაყვანა, ჩაფიქრებული მიმართულებით სკოლის რეფორმირება, რაც მოზარდი თაობის გარყვნასა და მართლმადიდებლურ-ეროვნული ცნობიერების მოშლას გამოიწვევს.

მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ეს გამოჩნდა I არხის ხსენებულ გადაცემაშიც, რომლის მონაწილეთა შორის, მადლობა ღმერთს, ორიოდ პიროვნება მაინც მოიძებნა ისეთი, ვინც დაიცვა მართლმადიდებლობა, ამხილა გადაცემის ნამდვილი არსი და მიზანი და მართლმადიდებლობის მოძულეებს ჩამოხსნა ფარისევლობისა თუ მწვალებლობის ნიღაბი. ქართველობამ კი უნდა დაამტკიცოს, რომ იგი მემკვიდრეა ღირსეული ერისა და არა ბრბო, როგორც მას სოროსი უწოდებს.

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში, 14.10.04