მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო
გეგმა
საქართველოში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია საქართველოს
სამოციქულო ეკლესიის, მისი საჭეთმპყრობელისა და იმ სასულიერო თუ საერო პირების
წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაიცავან მართლმადიდებლობისა და საქართველოს
სამოციქულო ეკლესიის სიწმინდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ საიდუმლო გეგმის
შესახებ, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის პირველი არხით ეკლესიისა და მის
დამცველთა წინააღმდეგ უნდა გადაიცეს რიგი ცილისმწამებლური გადაცემებისა. (ამ
გადაცემათა ჩამონათვალი პრესრელიზს თან ერთვის). მითითების თანახმად ეკლესიის
საწინააღმდეგო კამპანია უნდა წარიმართოს ეკლესიის ქების ფონზე. მაგრამ სრულიად
აშკარაა, რომ მისი ძირითადი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, ეკლესიაში და
მრევლში ეკუმენისტურ-მოდერნისტული და მწვალებლური სწავლებების დანერგვა, პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მმართველობის შეზღუდვა, შემდგომ მისი
გადაყენება და ეკლესიის მართვის სადავეებთან ლიბერალურ-ეკუმენისტური ძალების
მოსვლა. ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო: 11 სექტემბერს პირველი არხით
გადაიცა გადაცემა ვითომ ტერორიზმის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობისა და
მართლმადიდებელთა წინააღმდეგ.
ანტიმართლმადიდებლური
კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სასულიერო პირთა, სემინარია-აკადემიის
სტუდენტთა და მათ თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფის აქტიური პროეკუმენისტური და
პროპაპისტური კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ეკლესიის დაბრუნება
მსოფლიო ეკუმენისტურ მოძრაობაში, ახალ სტილზე გადასვლა, უწმინდესის
მმართველობის დამხობა, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ერთგულთა დასჯა და
სხვა. ეს სასულიერო პირები იარაღად იქცნენ ისეთი ორგანიზაციების ხელში,
როგორიცაა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური და სექტანტთა დამცველი
ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი", "კავკასიის სახლი",
კომკავშირის მემკვიდრე "კმარა" და სოროსის სხვა შვილობილი
ორგანიზაციები. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით ეს ორგანიზაციები
ცდილობენ შელახონ რელიგიური უმრავლესობის უფლებები და ღირსებები, ხელი შეუწყონ
პაპიზმისა და სექტანტობის აღორძინებასა და აგრესიულ პროზელიტიზმს საქართველოში.
ისინი ასევე ცდილობენ, რომ ქრისტიანული ზნეობა და ეროვნული ცნობიერება
სკოლებიდანაც ამოძირკვონ და იქ სექსუალური განათლება დანერგონ, გაუღონ სკოლის
კარები ეკუმენიზმის, მწვალებლობისა და სექტანტობის სულის წარმწყმედ სწავლებებს,
წაართვან საქართველოს მართლმადიდებლური ზნეობის, ეროვნული სულისა და
ცნობიერების მატარებელი შთამომავლობა.
ამგვარად, საქართველოში
მიმდინარეობს მართლმადიდებელთა დევნა, საინფორმაციო საშუალებებით გახშირდა ღია
მოწოდებები მათი დასჯის შესახებ. ამ კამპანიაში ჩაერთო სახელმწიფო უშიშროების
სამსახურის ზოგიერთი მოხელე. მზადდება პროვოკაციები მართლმადიდებლური
ცნობიერების მქონე სასულიერო და საერო პირების წინააღმდეგ მათი
დისკრედიტაციისა და განადგურების მიზნით, რათა შეკვეთა – აღიგავოს პირისაგან
მიწისა მართლმადიდებლობა და ეროვნული ცნობიერება საქართველოში – დაუბრკოლებლად
განხორციელდეს. ამ მიზანს ემსახურება ფაქტობრივად სახელმწიფო იდეოლოგიის
განმსაზღვრელი ნეობოლშევიკური ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის",
ასევე სოროსის მიერ მართული სხვა ორგანიზაციებისა თუ პიროვნებების საქმიანობა,
მათი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, I არხის
საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნა. სოროსის "შვილების" ცინიზმს
საზღვარი არა აქვს. - მათ სურთ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიით ეკლესიისა და
მის დამცველთა წინააღმდეგ ტელეკამპანია აწარმოონ და ეს საქმიანობა ჩვენვე
დაგვაფინანსებინონ.
მოგმართავთ ყველას,
ვისაც შერჩენია ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება – გააცნობიერეთ ის საფრთხე,
რომელიც ემუქრება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენს ოჯახებსა
და ჩვენს შვილებს. ნუ დავუშვებთ ღვთისმგმობთა საქმიანობას საქართველოში.
ღვთისმშობლის წილხვედრობა უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობაა, იგი მოვალეობაა
ღვთის წინაშე, რათა თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცვათ მართლმადიდებლობა და
მასზე დაფუძნებული ეროვნული ცნობიერება. ივერიის გაბრწყინების ერთადერთი გზაც
ეს არის!
დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #044(307),04.11.04.
|