მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

მიმართვა მასმედიის თანამშრომლებისადმი

ძვირფასო თანამემამულენო, ძმებო და დებო!

ჩვენი ერის ისტორიაში ხშირად იყო ჟამი, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ქართველთმოძულე მტერმა ხრიკები დახვეწა და ახლა ქართველთა მოდგმას არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი გადაგვარებითა და განადგურებით ემუქრება, ძირითად სამიზნედ კი ქართველთა სულიერებისა და ზნეობის დამცველ-შემნახავი საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველი სასულიერო და საერო პირები ამოირჩია. მათ წინააღმდეგ მიმართული დევნის კამპანია მასმედიის - ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთების, რადიოარხების - საშუალებით ხორციელდება.

მოგმართავთ თხოვნით, ნუ მიიღებთ მონაწილეობას მართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ამ საქმეში მონაწილეობისათვის აღებული ფული იგივე იუდას 30 ვერცხლია და მისი ამღები ყოველი პიროვნება იუდას სულიერი მემკვიდრეა. ასეთთათვის კი ღვთის რისხვა და სასჯელი გამზადებულია ამ წუთისოფელშიც და იმ მარადიულ სოფელშიც.

საყვარელო დებო და ძმებო! ყოველ ჩვენთაგანზეა საქართველოს მომავალი დამოკიდებული. ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების, მეტეხის ხიდზე მომწყდარი ასიათასი წმინდანის ღირსეული შთამომავალნი და მემკვიდრენი, ღვთისმშობლის ხატს "ფეხს" ნუ დავაბიჯებთ, მუდამ გვახსოვდეთ, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა - ის იფარავს ჩვენს სამშობლოს, ეკლესიას, მართლმადიდებელ ერს, ჩვენს ოჯახებსა და შვილებს.

ღმერთი შეგეწიოთ და მოგცეთ მხნეობა!

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #044(307),04.11.04.