მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

"თავისუფლების ინსტიტუტი" საქართველოში რელიგიურ შუღლს აღვივებს.

ა.წ. 14 მაისს "თავისუფლების ინსტიტუტის" წამომადგენლებმა მათ მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენს ორგანიზაციას ცილი დასწამეს, თითქოს იგი ა.წ. 13 მაიისს დავით გარეჯელის ქუჩაზე 50-ანელთა დარბევაში ღებულობდა მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება მტკნარ სიცრუესა და ცილისწამებას წარმოადგენს. ჩვენს ორგანიზაციას 13 მაისს დავით გარეჯელის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.

ცილისწამების მიზანია, დავით გარეჯელის ქუჩაზე მოსახლეობასა და 50-ანელთა შორის დაპირისპირებას რელიგიური შუღლის ხასიათი მიეცეს, ამ შუღლის გამღვივებლებად მართლმადიდებლები წარმოაჩინოს, რათა მოხდე მათი, როგორც კრიმინალების დასჯა. ჩვენ დავინტერესდით მომხდარით, მივიძიეთ მასალები და გამოვარკვიეთ, რომ კონფლიქტი დავით გარეჯელის ქუჩაზე წმინდა ყოფითი ხასიათისაა და წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ მეზობლები შეწუხებულნი არიან 50-ანელების მათ ქუჩაზე მასირებული მსვლელობებით, ხმაურით, იმ ექსტაზურ-ტრანსული მდგომარეობით, რომელშიც ისინი თავიანთი ხშირი რიტუალების დროს ვარდებიან, რასაც თან ახლავს ეგზალტირებული მასის ყურისწამღები ყმუილი, ქუჩაში გამოხდომები (ზოგიერთს პირიდან დუჟი სდის), ეს კი აწუხებს მოსახლეობასა და აშინებს ბავშვებს. ასეთი ვითარება წლების მანძილზე გრძელდება. ხელისუფლების დაპირება, რომ 50-ანელებს შესაფერის ადგილს მოუძებნიდენ, არ სრულდება.

"თავისუფლების ინსტიტუტის" ცილისწამებასა და სიცრუეს ისიც ადასტურებს, რომ სინამდვილეში 13 მაისს დავით გარეჯელის ქუჩაზე საერთოდ არ მომხდარა 50-ანელთა დარბევა. პირიქით, მოხდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მაცხოვრებების მიმართ, რომლებმაც, უკიდურესად შეწუხებულებმა და მრავალგზის მოტყუებულებმა, თავიანთ ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართეს. ჩვენ ხელთა გვაქვს ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ მოსახლეობის საპროტესტო აქცია პოლიციამ დაარბია.

ის, რომ კონფლიქტი ყოფითია და არა რელიგიური, და რომ დაპირისპირება ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და სექტანტებს შორის ხდება, დადასტურდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ დავით გარეჯელის ქუჩაზე 14 მაისს გადაღებული რეპორტაჟით, საიდანაც ნათლად წარმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზაციას არავითარი როლი არ მიუძღვის ინციდენტში - მოსახლეობამ ჩვენი ორგანიზაციის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ. ისიც ფაქტია, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" იცავს სექტანტების თავისუფალ ნებას და არ იცავს მოსახლეობის ასევე თავისუფალ ნებასა და უფლებას, იცხოვროს მშვიდად, შიშისა და ხმაურის გარეშე.

ჩვენს მიმართ "თავისუფლების ინსტიტუტის" ცილისწამებას სხვა მიზანიც აქვს. ჩვენი ინფორმაციით სულ ახლახან ინსტიტუტმა რელიგიური საკითხებისათვის დიდი გრანტი, 1 მლნ. ევრო მიიღო. იმისათვის, რომ თავისი საქმიანობა გაამართლოს და მომავალშიც მიიღოს დაფინანსება, "თავისუფლების ინსტიტუტი" არარსებული პრობლემის შექმნასა და პროვოცირებას ცდილობს, რადგან ცნობილია, ისტორიულად საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა. ამას გარდა "თავისუფლების ინსტიტუტი" ჯორჯ სოროსთან შესახვედრად ემზადება, რომელიც თბილისში ახლო მომავალში ჩამოდის, და სურს თავის მამა-მარჩენალს რელიგიურ "პრობლემათა" მოგვარებასა და სექტების დაცვის საქმეში თავისი "წარმატებები" უპატაკოს.

ჩვენ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ "თავისუფლების ინსტიტუტს" ჩვენს მიმართ არაკეთილგანწყობა ამოძრავებდეს, რადგან ჩვერ არაერთხელ ვამხილეთ იგი თავის ანტიეკლესიურ და ანტიმართლმადიდებლურ ქმედებაში.

მივმართავთ "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლებს: შეწყვიტონ ანტიმართლმადიდებლური და ანტიეროვნული საქმიანობა, თავი ანებონ რელიგიური შუღლის გაღვივებასა და მაპროვოცირებელ ქმედებებს, შეინანონ ჩვენი მისამართით გაკეთებული ცილისწამება, ჩვენი შეურაცხყოფისათვის საჯაროდ მოიხადონ ბოდიში.

პრესკონფერენციის პრესრელიზი. დაიბეჭდა გაზეთ "რეზონანსში", N132, 24.05.2005