მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
რუსეთის რელიგიური აგრესია
საქართველოში
ჩვენ, წმ. მეფე
დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წევრები
გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, როგორც
რუსეთისა და საქართველოს ტელეარხებით გადაიცა, რუსეთის პატრიარქი, ალექსი II
შეხვდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტს, ბ-ნ ბაღაპშს, რომლის დროსაც
ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიების რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში
გადატანაზე. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც უხეშ ჩარევას საქართველოს ეკლესიის
იურისდიქცაიაში და რუსეთის აგრესიის გაგრძელებად მივიჩნევთ. შემაშფოთებელია ის
ფაქტიც, რომ აფხაზეთის ტაძრებიდან, ვითომ რესტავრაციისთვის, გააქვთ
სიწმინდეები – ხატები.
ამ ფაქტს ის
საშიშროებაც ახლავს, რომ რუსეთის ეკლესიის უმაღლესი იერარქებისადმი ქართველი
ხალხის სამართლიანი გულისწყრომა რუსეთის მთელ ეკლესიაზე არ გავრცელდეს. დღეს
რუსეთის ეკლესიის იერარქების დიდი ნაწილი ეკუმენისტური მწვალებლობით არიან
დაავადებულნი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რამოდენიმე დღის წინ
კონსტანტინოპოლში მათი პოზიციით, როდესაც მხარი დაუჭირეს იერუსალიმის
პატრიარქის, ირინეოსის წინააღმდეგ შეთქმულებას. ჩვენ ვიცით, რომ, საბედნიეროდ,
რუსეთის ეკლესიაში საკმაოდ არიან ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, რომლებიც არ
ეგუებიან თავიანთ იერარქთა ეკუმენისტურ მწვალებლობასა და რელიგიურ პოლიტიკას,
და ამხელენ მათ. მართლმადიდებელი ეკლესია პაპისტური ეკლესია არ არის, ხოლო
მისი პატრიარქი – პაპი, და ამიტომ იერარქთა მწვალებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს
ეკლესიის მწვალებლობასა და მოწყვეტას ქრისტეს სხეულისაგან. ისიც საგულისხმოა,
რომ რუსეთის ეკლესიის იერარქთა დანაშაულის მთელს ეკლესიაზე გავრცელებით და
ქრისტეს სხეულის შეგინებით სწორედ ამ რუს იერარქთა სულიერი ძმები – ქართველი
ეკუმენისტები არიან დაინტერესებულნი და დაკავებულები. ვიმედოვნებთ, რომ
ქართველ ხალხს კეთილგონიერება არ დატოვებს, ერთი მხრივ წინაღუდგება რუსეთის
აგრესიას, მეორე მხრივ არ აყვება მოსალოდნელ პროვოკაციებს.
ეს განცხადება
დაიბეჭდა გაზეთ "ახალ თაობაში, N154, 6 ივნისისი 2005 წ.
|