მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
ახალი პაპი - ძველი ხრიკები
ახლადარჩეული პაპი, ბენედიქტე UXVI თავისი პაპობის
“უმთავრეს” პრიორიტეტად მართლმადიდებლებთან გაერთიანებას ასახელებს. ერთ-ერთი
საიტი (www. orthodox info.com) გვაწვდის ინფორმაციას ვატიკანიდან:
"პაპს
სურს მართლმადიდებლებთან გაერთიანება
ვატიკანი: - გუშინ პაპმა ბენედიქტე XVI მართლმადიდებელ ქრისტიანებს
თანამშროლობისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ გაერთიანებული ეკლესია შეძლებს
“სკეპტიციზმითა და ეჭვებით სავსე” მსოფლიოს კვლავ აღუდგინოს რწმენა.
მესაზე,
როელსაც ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეუსის გაგზავნილი მართლმადიდებელთა
დელეგაცია, ბენედიქტემ აღიარა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის
არსებული ძირითადი განსხვავებები, მაგრამ იქვე ხაზგასით აღნიშნა მათი საერთო
ინტერესები.
ბენედიქტემ
გააუმჯობესა ურთიერთობები ქრისტიანებთან და ნელ-ნელა აღმოფხვრა 1000 წლიანი
განხეთქილება მართლმადიდებლებთან, რაც მისი პაპობის “უმთავრეს” პრიორიტეტად
იქცა. ფორმალურად ეკლესიების გაყოფა მოხდა 1054 წელს რამოდენიმე საკითხის
გამო, მათ შორის პაპის უპირატესობისა და ღვთისმოსაობასთან დაკავშირებული
განსხვავებების გამო. თავის ჰომილიაში ბენედიქტემ ხაზი გაუსვა ეკლესიის
მთლიანობას და უნივერსალურობას: “სკეპტიციზმითა და ეჭვებით, მაგრამ ასევე
ღვთისაკენ სწრაფვის სურვილით სავსე დღევანდელ მსოფლიოში, მოდით ახლიდან
ვაღიაროთ ჩვენი მისია - ერთად დავამოწმოთ უფალი ქრისტე და მის მიერ მოცემული
ერთიანობის საშუალებით დავეხმაროთ მსოფლიოს რწმენის დაბრუნებაში.”
ვატიკანის
ინფორმაციასთან დაკავშირებიოთ უნდა აღვნიშნოთ, რომ პაპისტური ეკლესია თითქმის
X საუკუნეა სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობს მართლმადიდებლების ცდუნებას და
თავის გავლენის ქვეშ მოქცევას. პაპიზმის ამ სიცრუესთან განშორებას, როგორც
ჩანს, ვატიკანის ახალი ლიდერიც არ აპირებს. დააკვირდით ზემოთმოყვანილ
ინფორმაციას, რომელშიც მართლმადიდებლობასა და პაპიზმს შორის განსხვავებათაგან
გამოყოფილია პაპის უპირატესობისა და ღვთისმოსაობასთან დაკავშირებული საკითხები,
და არა უმთავრესი – პაპიზმის მწვალებლობა, ის, რომ რომის ეკლესიამ შეცვალა
ეკლესიის სწავლება, მისი დოგმატი სულიწმიდის მამისგან გამომავლობის შესახებ,
ე.წ. ფილუოკვე, რის შედეგადაც ის განეშორა ქრისტეს ეკლესიას და მწვალებლურ,
ანტიქრისტეს ეკლესიად იქცა. შემდგომ მან მიიღო სხვა მცდარი სწავლებებიც, მათ
შორის პაპის უცდომელობის შესახებ.
ვატიკანის
აზრით ეკლესიებს შორის განყოფა 1054 წელს ფორმალურად მომხდარა. სინამდვილეში
კი მწვალებლობის გზაზე დამდგარ დასავლეთის (რომის) ეკლესიას აღმოსავლეთის
(მართლმადიდებელი) ეკლესია თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეაგონებდა, რომ
დეტოვებინა მწვალებლური სწავლება და კვლავ ჭეშმარიტ სწავლებაზე დაბრუნებულიყო,
მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ რომის ეკლესია
ანათემას გადასცა, რასაც სხვა ადგილობრივი ეკლესიებიც დაეთანხმენ. ეს ანათემა
დღემდე ძალაშია და შერიგება და შეერთება მხოლოდ მას მერე შეიძლება მოხდეს, რაც
რომის ეკლესია შეინანებს თავის მწვალებლურ სწავლებებსა და ცდომილებებს, და
ჭეშმარიტ სწავლებას დაუბრუნდება.
სწორედ
ამაზე უნდა იფიქროს ახალმა პაპმა, ბენედიქტე XVI, და არა იმაზე, თუ როგორ
აცდუნოს მართლმადიდებლები ფსევდოჰუმანური მოწოდებებით.
ფერიად
სამწუხაროა, რომ პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი. საბერძნეთის მრევლმა მას და ელადისა
და ალბანეთის პატრიარქებს, ეკლესიის განდგომილი წინამძღოლები და პაპიზმის
"პატრიარქები" დაარქვა.
2005
წ.
|