მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
როგორ იმართება ეკლესია
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების
მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს
წმიდა სინოდი, მონასტერში _ მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და
სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. Mმონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და
მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის
უპირველესი _ თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე
ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. აი, პაპი კი სხვა რამეა! ის
განსაკუთრებული ფიგურაა! ის სიმაღლეზეა დაბრძანებული, დანარჩენები კი ფეხებს
უკოცნიან. მაგრამ პატრიარქი პაპი როდია, იგი სხვა იერარქებთან ერთად ზის და
მათ საქმიანობას უწყობს ხელს. ასევე მონასტრის წინამძღვარი თუ იღუმენია სულიერი
საბჭოს სხვა წევრებთან მიმართებაში არის პირველი თანასწორთა შორის. ერთ
იერარქსა თუ ბერთა საბჭოს წევრს ღმერთი რაღაც ერთთან მიმართებაში გამოარჩევს,
მეორეს _ რაღაც მეორესთან მიმართებაში. ოთხი მახარებელიც ხომ სწორედ ერთმანეთს
ავსებს. ასევე ხდება გარკვეული საკითხის განხილვა წმ. სინოდზე ან მონასტრის
სულიერ საბჭოზე. თითოეული საკუთარ აზრს გამოთქვამს და თუ ვინმეს აზრი
დანარჩენებისას არ ემთხვევა, ეს ოქმებში ფიქსირდება, იმიტომ რომ, როდესაც
საუბარი ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც სახარებისეულ მცნებებს ეწინააღმდეგება
და ცალკეული პირის საწინააღმდეგო აზრი ამ ოქმში არ ჩაიწერება, შეიქმნება
შთაბეჭდილება, რომ იგი სიცრუეს ეთანხმებოდა. თუ სინოდის ან სულიერი საბჭოს
რომელიმე წევრი არ ეთანხმება არასწორ აზრს, მაგრამ ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას
და თავის პოზიციას ოქმში არ ჩაწერს, ის არასწორად იქცევა და პასუხისმგებლობას
იღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იგი დამნაშავეა. მაგრამ როდესაც იგი
საკუთარ აზრს გამოთქვამს, უმრავლესობა რომც არ ეთანხმებოდეს, ღვთის წინაშე
გამართლდება. თუ ადგილობრივი ეკლესიის სინოდი ან მონასტრის სულიერი საბჭო
სწორად არ მუშაობს, გამოდის, რომ თითქოსდა მართლმადიდებლობის ენაზე
ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმით პაპისტურ სულს წარმოვაჩენთ. მართლმადიდებლური სული
ასეთია: თითოეულმა უნდა გამოთქვას და უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი და არ უნდა
დუმდეს შიშის ან პატივის გამო, იმისთვის, რომ ეკლესიის წინამძღოლთან ან
მონასტრის წინამძღვართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
მაგრამ თავს
ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო
თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ
თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და
დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ
სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდეთ.
შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ,
ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი
თავით არ არის დაკავებული (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ
მუშაობს, იმ ვაჭარს ემსგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის,
რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.
ძალიან მეწყინა,
როცა შევიტყვე, რომ ახალგაზრდა მღვდლები ხელმძღვანელის სავარძლებში სხედან.
მათ რომ ასე ადრეულად არ აეღოთ საკუთარ თავზე ხელმძღვანელის მოვალეობა,
მოგვიანებით ბევრს დაეხმარებოდნენ. ამასთან, ხშირად ეკლესიის წინამძღვრები
ხდებიან არა გამოცდილი მამები, რომელთაც სამწყსოსთან სულიერი მუშაობა
შეუძლიათ, არამედ ახალგაზრდა მღვდლები. ამგვარად ბოროტება ორმაგდება. Pპირველი
ის, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები, რომელთაც ჯერ საკუთარ თავზე არ
უმუშავიათ, სხვებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჯერ სულიერი სიმდიდრე არ მოუხვეჭიათ
და იკავებენ იმ ადგილს, საიდანაც აუცილებელია, რომ სულიერი სიმდიდრე სხვებს
გაუნაწილო. მეორე ბოროტება კი იმაში მდგომარეობს, შედარებით უფროსი ასაკის
სასულიერო პირებს, რომლებსაც ეკლესიაში თანამდებობები არ უკავიათ,
შესაძლებლობა არა აქვთ, საკუთარი ძვირადღირებული გამოცდილება და საღმრთო
განათლება სხვებსაც უწილადონ.
მამა პაისი (მთაწმიდელი)
|