მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ვატიკანი ცდილობს გავლენა მოიპოვოს სკოლებზე საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში დაგეგმილი რეფორმა, გამომდინარე კანონპროექტებიდან – საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და ა.შ. - რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს იგი, ატარებს ანტიეროვნულ და ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს. ამ კანონების მიხედვით რეფორმირებული განათლების სიტემა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მის კონსტიტუციას, ყველა ძირითად კანონს; უარყოფს ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებსა და მასთან შერწყმულ და თანახმიერ, სააუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ეროვნულ ცნობიერებასა და ტრადიციებს. აშკარად ჩანს, რომ ამ ცნობიერების მოშლა და ამ ღირებულებების უგულებელყოფა წარმოადგენს მიზანმიმართულ, დაგეგმილ და განხორციელების სტადიაში მყოფ პოლიტიკას, რომელსაც მსოფლიო ძალების დაკვეთით ახორციელებს განათლების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი კახა ლომაია.

დაგეგმილი სახით რეფორმირებული განათლების სისტემა აღზრდის კოსმოპოლიტ, არაეროვნულ, მართლმადიდებლობის მოძულე და შეურაცხმყოფელ, ტრადიციების უგულებელმყოფელ, ეგოისტ, მშობლებისა და მასწავლებების ურჩ, ზნეობისაგან თავისუფალ, თავნება და, რაც მთავარია, გაუნათლებელ პიროვნებას. ის, რომ დაგეგმილი რეფორმის კონცეფციები და პრონციპები საქართველოს ფარგლებს გარეთაა შემუშავებული, ეს ცხადია. მისი "გადმოქართულება" იმდენად უნუჭოდაა შესრულებული, რომ ზნეობრივი და ანტიეროვნული დივერსიის დასახულ პრინციპებს და ამოცანებს ლომაიას გუნდმა კანონის სახეც კი ვერ მისცა. სამინისტროს ხელმძღვანელობა ელემენტარულ შეკითხვებსაც კი ვერა სცემს საღი გონებისთვის მისაღებ პასუხს. საინტერესოა, ვის ინტერესებში შედის განათლების სიტემის ასეთი რეფორმა? ერთ-ერთი მათგანი, უდაოდ, ვატიკანია.

დღეს საქართველოში ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ვატიკანის აგრესია, რომელსაც ის აწარმოებს მისი ემისრების, მოსყიდული, პროეკუმენისტური და ანტიმართლმადიდებლური ძალების საშუალებით. მათი მიზნებისა და მოქმედების არეალში ასევე შედის განათლების სისტემა Dდა მოზარდი თაობა - ჩვენი შვილები. ეს ძალები მხილებულ იქნენ, როდესაც ისინი პირდაპირ ცდილობდნენ შემოეტანათ სკოლებში სექსუალური განათლების პროგრამა, შეემცირებინათ საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ჰაგიოგრაფიის სწავლება და სხვა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ განზრახვაზე მათ ხელი არ აუღიათ, არამედ უფრო საფუძვლიანად, ცდილობენ განახორციელონ დასახული გეგმები – განათლების სისტემის რეფორმირებით, სინამდვილეში კი მისი გადაყვანით არაეროვნული ცნობიერებისა და უზნეობის რელსებზე და განათლების სიტემის მართვის სადავეების ხელში აღებით. ბატონი კახა ლომაია დაუფარავად საუბრობს საგაზეთო პუბლიკაციაში იმის შესახებ, რომ რეფორმირებულ სკოლებში სამეურვეო საბჭოებს მიეცემათ უფლება, თავისი გადაწყვეტილებით შემოიღონ სექსუალური სწავლება სკოლებში, ანუ, გარყვნან მოზარდი თაობა, გაუღვივონ მათ ადრეული მიდრეკელებები სექსუალური აქტივობისაკენ, წაშალონ მოზარდებში სირცხვილის გრძნობა, პროპაგანდა გაუწიონ სექსუალურ ანომალიებს – მამათმავლობასა და ლესბოსობას, სხვა უკეთურებასა და უზნეობას.

სამწუხაროდ მოზარდ თაობაზე დაგეგმილი ამ სულიერი და ზნეობრივი დივერსიის განხორციელებაში მონაწილეობენ ჩვენი თანამემამულენი, ვატიკანის ემისრები, მართლმადიდებლობისა და ეკლესიის მტრები, იუდას სულიერი მემკვიდრენი, ორგანიზაციები: თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიის სახლი და სხვა გრანტიჭამიები, კომკავშირის მემკვიდრე, უღმრთო და უეროვნებო მოძრაობა "კმარა", სხვა სულგაყიდული, მათ შორის სასულიერო პირები - ვინ ფქვილიჭამია, ვინ სხვა ჰუმანიტარულ პროგრამებზე ხელმომთბარი. ზოგიერთი საულიერო პირი, ქრისტეს 30 ვერცხლად გამყიდველეი და ეკუმენისტურ მწვალებლობაში ჩავარდნილი, მხურვალედ უჭერს მხარს განათლების დასახულ რეფორმას, ქართველი ერის სულიერი გენოციდის ამ მზაკვრულ პროგრამას. ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ ილაპარაკონ მართლმადიდებლობისა და ხშირად ეკლესიის სახელით, თუმცა არა აქვთ ამის კურთხევა და ეკლესიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება.

ვატიკანის მზაკვრული მიზნები რომ განათლების სფეროსაც უკავშირდება, ეს თვალნათლივ გამოჩნდა იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ფარულად და გასაიდუმლოებულად უნდა დადებულიყო ვატიკანსა და საქართველოს შორის. ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, საბედნიეროდ, ფარად აეხადა და ქართველმა ხალხმა სრულიად მართებული დამოკიდებულება გამოხატა ამ მოღალატური ხალშეკრულების მიმართ. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ანტიქრისტეს მოციქულები კვლავ აპირებენ ამ ხელშეკრულების რეანიმირებას და მისი ხელმოწერის ისევ დღის წესრიგში დაყენებას. ჩაშლილი ხელშეკრულება იმით არის საინტერესო ჩვენთვის, რომ მასში ვატიკანი ღიად აცხადებს თავის მზაკვრულ მიზნებს საქართველოს, მათ შორის განათლების სისტემის მიმართ. ეს ღიაობა და დაუფარაობა იმით იყო განპირობებული, რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებულად უნდა ხელმოწერილიყო და ამის გამო ვატიკანს აღარ ესაჭირებოდა თავისი ბოროტი ზრახვების შეფარვა. ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ეწოდება “შეთანხმება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის”, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული პაპისტური “ეკლესია” იძენდა მის ტოლ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, უპირატეს უფლებებსაც საქართველოში. აი, ზოგიერთი მისი მუხლი (სტილი დაცულია):

  • საქართველო აღიარებს კათოლიკური ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსს. კერძოდ საქართველო უზრუნველყოფს იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის გავრცელებას საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული კათოლიკური ეკლესიის ისეთი ერთეულების მიმართ, როგორიცაა: საეპისკოპოსოები, ეპარქიები და საეგზარქოსოები, სამოციქულო ადმინისტრაციები, სამრევლოები, რელიგიური საზოგადოებები, ასოციაციები, სემინარიები, კოლეჯები, სკოლები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები . . . (მუხლი 1)
  • კათოლიკე მოსწავლეებს, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სკოლებში ექნებათ თავიანთი რელიგიის შესწავლის გარანტირებული უფლება . . . კათოლიკური რელიგიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნად ისახავს ეკუმენისტური სულისკვეთების განმტკიცებას . . . (მუხლი 9)
  • სემინარიის სტუდენტები და რელიგიური კონგრეგაციების მორჩილები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. (მუხლი 12)
  • საქართველო გადასახადებისაგან გაანთავისუფლებს იმ კათოლიკური დაწესებულებების მიერ შემოტანილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ . . . კათოლიკური ეკლესიის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა იმპორტირებული ნივთები ასევე თავისუფლდებიან გადასახადებისაგან (მუხლი 14)

აღსანიშნავია, რომ ასეთი ხელშეკრულება ვატიკანს არა აქვს გაფორმებული არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის არც აშშ-სათნ და არც დიდ ბრიტანეტთან. ვატიკანთან დადებული ამგვარი ხელშეკრულებით არა თუ მოწესრიგდება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ კიდევ უფრო გართულდება და სხვა პრობლემებსაც წამოჭრის და ბიძგს მისცემს სხვა კონფესიებთან დაკავშირებულ მრავალ ნეგატიურ პროცესს, რამაც ქვეყანას შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას.

მოყვანილ შეთანხმებაში არსებული შეღავათები წარმოადგენს დიდ საცდურს მოსახლეობისათვის და მომავალი თაობისათვის, რის შედეგადაც გააფხაზებული ქართველების მსგავსად მივიღებთ გაკათოლიკებულ მართლმადიდებლებს და ეკუმენისტებს, საქართველოს მოქალაქეების მაგივრად – ვატიკანის “სულიერ” შვილებს. პაპიზმი ფრიად საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ქრისტიანული ფრაზეოლოგიის საფარქვეშ იგი მალულ ბრძოლას აწარმოებს ღმერთისა და მისი სიტყვის დამცველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

ვატიკანის დასახულ მიზნებს: ლათინთა მწვალებლური მოძღვრების დანერგავასა და პროზელიტიზმს მოზარდ თაობაში, ეროვნული თვითშეგნებისა და მხედრული სულის ჩახშობას, ეკუმენისტური ცნობიერების პროპაგანდას და სხვა, სავსებით შეესაბამება განათლების სისტემის რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ზემოთ დასახელებულ კანონპროექტებშია წარმოდგენილი. ამ მიზნების აღსრულებას ემსახურება ასევე დოკუმენტი, რომელშიც ვატიკანი უფრო შეფარულად ცდილობს თავისი გავლენა განახორციელოს სკოლკებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ორგანიზაცია CRS (CATHOLIC RELIEF SERVICIS - "კათოლიკური დახმარების სამსახური" – კდს) უგზავნის საქართველოს კულტურის, ძეგლთადაცვის და სპორტის სამინისტროს მინისტრს, ბატონ გიორგი გაბაშვილს. ამ დიკუმენტს ხალს აწერს კდს/კავკასიის ქვერეგიონალური წარმომადგენელი, ვინმე რიჩარდ ჰოფმანი. დოკუმეტი ხელმოწერილია 2004 წ. 5 ივლისს. მასში, კერძოდ, ნათქვამია: "კათოლიკური დახმარების სამსახურმა" (კდს) შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. . . კლუბები მოემსახურებიან 15-17 წლამდე მოსწავლეებს, სადაც ისინი შეიძენენ მომავალი ლიდერების თვისებებს . . მასწავლებლები და ახალსკოლადამთავრებულები მიიღებენ სტიპენდიის სახით ანაზღაურებას თითოეული ჩატარებული საათისათვის, რომელსაც ისინი მიუძღვნიან ახალგაზრდული კლუბების საქმიანობას როგორც სასკოლო საათების შემდეგ, ასევე შაბათ-კვირას. ეს ის ინსტრუქტორები იქნებიან, რომლებიც ინტენსიურ მოსამზადებელ ტრეინიგს გაივლიან ზემოთაღნიშნულ თემებზე . . 10 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 წლის მანძილზე განახორციელებს 5,3 მილიონის ღირებულების პროექტს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიობება და მათი მიზანმიმართული მართვა. . . ". ამ პროზელიტური კლუბების შექმნისათვის სკოლებში უკვე გამზადებულია საფუძველი საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ: "ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნას საკუთარი კლუბი, კონკრეტული მიკროჯგუფისათვის საინტერესო მიმართულებით და პრიორიტეტით; კლუბები და საერთო არჩევნების შედეგად შექმნილი გამგეობა სარგებლობენ თანაბარი სტატუსით და მათ შეუძლიათ ყავდეთ სათათბირო ხმის მქონე თითო წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში (თავი 8. მუხლები 3-4). როგორც ვხედავთ, საკმაოდ შეთანხმებულად მოქმედებენ სულგაყიდული "რეფორმატორები" და ვატიკანის ინსტიტუტები საქართველოში.

ამგვარად, საქართველოს სკოლებზე დიდი შეტევაა დაგეგმილი და ამაში ვატიკანის შორსმიმავალი მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს.

მშობლებო, გააცნობიერეთ ის სულიერი საფრთხე, რაც თქვენს შვილებს ემუქრებათ. ნუ მივცემთ მათ სულებს მწვალებლებს, ქრისტეს მტრებსა და მართლმადიდებლობის მოძულეებს, ქართული ცნობიერებისა და ტრადიციების უარმყოფელებს. გამოხატეთ თქვენი პროტესტი ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური რეფორმის მიმართ, ამხილეთ ვატიკანისა და მისი ემისრების საქმიანობა, არ აყვეთ მათ ცილისწამებებს იმათ მიმართ, ვინც ცდილობს დაიცვას ეკლესია და მართლმადიდებლობის სიწმინდე, ჩვენი მოზარდი თაობის სულიერი და ზნეობრივი სიჯანსაღე.

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04