მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო "დუმას"

ჩვენ, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წევრები გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას იმ აგრესიული და დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ახორციელებს, რაც უკიდურესად მწვავედ გამოვლინდა აჭარაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. დროა, რუსეთის ხელისუფლება შეეგუოს საქართველოს დამოუკიდებლობას და გააცნობიეროს მისი მნიშველობა კავკასიაში მშვიდობისათვის. დაფიქრდით, რა მდგომარეობა შეიქმნება რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, თუკი საქართველო ისეთსავე მტრულ პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ, რასაც რუსეთის ხელისუფლება - საქართველოს წინააღმდეგ.

ღვთის წყალობით ქართველ ხალხს ეყო კეთილგონიერება, რათა ასე მტრულადვე არ ემოქმედა ერთმორწმუნე ერის წინააღმდეგ. მაგრამ ერთმორწმუნეობა და ქრისტესმიერი სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს და არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად.

ხელისუფლების (და არა ხალხის) ურწმუნოების გამო ღმერთმა ერთხელ უკვე დაუშვა რუსეთზე დიდი განსაცდელი ბოლშევიზმის სახით. როგორც ჩანს ლენინებისა და ტროცკების სულიერი და მენტალური მემკვიდრეები – ბჟეჟინსკები, ჟირინოვსკები და სხვანი - დღესაც განსაზღვრავენ რუსულ პოლიტიკას. დუმის ზოგიერთი დეპუტატის პოლიტიკური კლოუნადის მიღმა იკვეთება ღვთისმბრძოლი, ეკუმენისტური სულისკვეთების, ანტიქართული და არა მარტო ანტიქართული პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკა თვით რუსი მართლმადიდებელი ერის სულიერი და ფიზიკური გენოციდის საფრთხის მატარებელია. სამწუხაროდ ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთის ეკლესიის იმ ცალკეული იერარქების პოზიცია და ქმედებანი, რომლებიც ეკუმენისტურ შეკრებებზე მწვალებლებთან ერთად ლოცულობენ საყოველთაო მშვიდობისათვის, და ამავდროულად იწყნარებენ ერთმორწმუნე ერის წინააღმდეგ მათივე ხელისუფლების მიერ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკას, საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ხელყოფას, რაც ასევე ეკუმენისტურ ძალებს აძლევს საბაბს, ჩამოაგდონ შუღლი და განხეთქილება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

მოგიწოდებთ – შეჩერდით!

გულისხმაყავით და შეისმინეთ თქვენივე წმიდა მამების შეგონებანი და ნუ ცდილობთ ღვთისმშობლის წილხვედრი, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ჩვენი ქვეყნის ხელყოფას, რათა თქვენი ამგვარი ქმედების გამო უფალმა კვლავ არ დაუშვას რუსეთზე განსაცდელი.

წმ. მეფე დავით ასღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირის

P.S. ჩვენი საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთში მომხდარი იმ ავიაკატასტროფების გამო, რომლებმაც უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირეს. ჩვენ გვინდა მივუსამძიმროთ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ქრისტიანული სულგრძელობით დაითმენენ ამ განსაცდელს.

დაიბეჭდა გაზეთ „ახალ თაობაში“ 2004 წ.

2004 წ.