მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

საზოგადოებრივ ტელევიზიას

ასლი: კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას

თქვენი ტელევიზიით ა.წ. 16 დეკემბერს 20.00 საათზე გადაცემა “მთავარში" გადაიცა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა არასამთავრობი ორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი კავშირის საჩივარს რამოდენიმე ტელევიზიის მიმართ. კომუნიკაციების კომისიის პასუხისმგებელი პირის განცხადება თქვენი დიქტორის კომენტარით, თითქოს არ დაკმაყოფილდა მომჩივანთა საჩივარი, არამართებულია და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოებრიობა.

მოგმართავთ თხოვნით, რათა მოგვცეთ საშუალება, მაუწყებლობის შესახებ კანონის 52 მუხლის საფუძველზე, თანაზომადი საშუალებითა და ფორმით, თქვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, იმავე გადაცემაში, იმავე ხანგრძლივობით, რაც არამართებულმა განცხადებამ დაიჭირა, უარვყოთ ეს მცდარი ინფორმაცია და საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული და კანონიერი ინფორმაცია. კერძოდ, როგორც ეს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში წერია, მარეგულირებელმა კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანთა საჩივარი და დააკისრა ტელეკომპანიებს “რუსთავი 2”-სა და “მზეს” დეკლარაციის გადაცემა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ცნობილ იქნა კომისიის მიერ. ჩვენი თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს.

კეთილი სურვილებით,

თავმჯდომარე:

ა. უნგიაძე

2005 w. dekemberi