მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
რას წარმოადგენს ვორლდ ვიჟენი
(World Vision)
ვორლდ ვიჟენი
(ვვ), მისი სარეკლამო ბუკლეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოადგენს ქრისტიანული
დახმარებისა და განვითარების ორგანიზაციას, რომელიც იღწვის ყოველი ადამიანის,
განსაკუთრებით კი ბავშვების, კეთილდღეობისათვის. ვორლდ ვიჟენი ფოკუსირებულია
ბავშვებზე, რადგანაც ისინი, ამ ორგანიზაციის აზრით, საზოგადოების (თემის)
სოციალური ჯანმრთელობის საუკეთესო ინდიკატორებს წარმოადგენენ, დღეისათვის
ვორლდ ვიჟენი მუშაობს 100 ქვეყანაში და ითვლება ‘ქრისტიანული” დახმარებისა და
განვითარების ერთ-ერთ უდიდეს ორგანიზაციად მსოფლიოში:‘ვორლდ ვიჟენი ქრისტიანთა
საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელთა მისიასაც წარმოადგენს მიბაძონ უფალსა და
მაცხოვარს - იესო ქრისტეს - ღარიბებისა და დაჩაგრულებისადმი ღვაწლში, რათა
ხელი შეუწყონ ადამიანთა გარდაქმნას, ეძებონ სამართლიანობა და ემოწმებოდნენ
ღვთის სასუფევლის შესახებ ხარებას”. გარდა ამისა მისი საქმიანობა მოიცავს სხვა
საკითხებსაც:თემის განვითარებისა და ღარიბების დაცვის მისიებს, რათა
განახორციელოს ბავშვთა და მათი ოჯახების მისია მდგრადი მომავლის ასაშენებლად,
იგი მუშაობს შემდეგი პროგრამების მეშვეობით:გადაუდებელი დახმარება, განათლება,
ჯანდაცვა, ეკონომიკური განვითარება, სამართლიანობის მხარდაჭერა. თავისი მისიის
განსახორციელებლად ვორლდ ვიჟენს შემუშავებული აქვს ე.წ. ჰოლისტური (ერთიანი)
მიდგომა, და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:ტრანსფორმაციული განვითარება, რომელიც
დამყარებულია თემსა და მის მდგრადობაზე, ფოკუსირებულია ბავშვების
მოთხოვნილებებზე; გადაუდებელი მხარდაჭერა, რაც ეხმარება ხალხს კონფლიქტის ან
უბედურების დროს; სამართლიანობისათვის ხელშეწყობა, ღარიბთათვის სტრუქტურის
შეცვლა; სტრატეგიული ინიციატივები, რომლებიც ეხმარება ეკლესიას; საზოგადოების
გამჭირვალობა.
ვვ შეიქმნა 50-იანი
წლების ევანგელისტური აჟიოტაჟის დროს, 1950 წელს, სხვა ამგვარი ორგანიზაციების
მსგავსად (ბილი გრეჰემის ასოციაცია, იანგ ლაიფი, ნავიგატორები, ქამპუს
ქრუზადეს და სხვა), რომლებიც წარმოიშვა როგორც რეაქცია დასავლურ
პროტესტანტიზმში გავრცელებულ ლიბერალიზმზე. არსებობის პირველი 30 წლის
განმავლობაში ვვ მუშაობდა ძირითადად ევანგელისტური ეკლესიების მეშვეობით, და
მისი სულიერება გამოიხატებოდა მთლიანად ევანგელისტურ გაგებაში. 1980-იანი
წლები აღინიშნა ცვლილებეებით:ამ დროიდან ვვ ევანგელისტურ ეკლესიებთან
ერთობლივი მუშაობიდან გადავიდა მათთან თანამშრომლობაზე და დაიწყო კათოლიკურ
ეკლესიასთან ინტენსიური ურთიერთობაც. ამან, ვვს აზრით, იგი გაამდიდრა
კათოლიკური სულიერების ელემენტებით. 90-იანი წლების დასაწყისისათვის (1992წ.)
წამოწყებულ იქნა კათოლიკური ინიციატივა, რომელიც ცდილობდა კათოლიკურ ეკლესიასა
და ვვს შორის ჰარმონიული კოოპერაციის ჩამოყალიბებას. ამავე დროს, გაძლიერდა
ვვს სოციალური საქმიანობა რელიგიური საქმიანობის უკანა პლანზე გადასვლის
ხარჯზე. ბოლო დეკადაში ვვ უპირატესად თემებში მუშაობაზე გადავიდა, რის
შედეგადაც ის კიდევ უფრო დასცილდა ეკლესიებს. ხოლო პერსონალში თავი იჩინა
ნეგატიურმა სულიერმა დინამიკამ. ამით, როგორც ჩანს, შეშფოთებულია ვვს
ხელმძღვანელობა და გამოსავალს ეძებს. ვვ მიუთითებს ისეთ ძირითად პრობლემებზე,
როგორიცაა ვვს კორპორატიული სულიერების უარყოფითი დინამიკა, პერსონალის
უმწიფარობა და ამ ორგანიზაციის დაშორება ეკლესიისაგან. ამ პრობლემების
გადასაჭრელად ვვმ შექმნა ორი სპეციალური კომისია: 1) ეკლესიასთან ურთიერთობისა
და 2) სულიერი ფორმირების (ან გამდიდრების), რომელებმაც უნდა შექმნან პირობები
ცვლილებებისათვის. მათი აზრით, ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი, რომელსაც გააჩნია
პოტენცია გაამდიდროს ვვ შემდეგ დეკადაში, შეიძლება აღმოჩნდეს მართლმადიდებლურ
ეკლესიებთან მისი ამჟამინდელი ურთიერთობა და აღმოსავლეთის სულიერების
საგანძურის მასთან შერწყმა, რომელიც ორგანიზაციაში შემოედინება დაგეგმილი
ორთოდოქსული ინიციატივის მეშვეობით. თუ რა სახის ცვლილებებზეა ლაპარაკი,
წარმოდგენა შეგვიძლია ვიქონიოთ ციტატიდან (ლექცია- ჰოლისტური (ერთიანი)
მსახურება ვვ-ში”), სადაც ეკლესიის საკითხების მზაკვრულ მიზნად
დასახულია:‘დადებითი განწყობის მოპოვება და სტრატეგიების შემუშავება, ეკლესიის
ვვ-ის მოკავშირედ გადაქცევის მიზნით, ერთობლივი ხედვა ღარიბებთან
დაკავშირებით. იმავდროულად თავიდან აიცილება ეკლესიის განდიდებისა და მის
მიმართ რომანტიკული განწყობის ჩამოყალიბებისა”.
წამოყენებულია
მთელი რიგი ინიციქტივები, მაგალითად, მეეროს ქრისტიანული გავლენის სტრატეგია 2001-2003
წლებში. აქ ქრისტიანული გავლენის ქვეშ მოიაზრება ვვ-ის 3 პროგრამა: სულიერი
ფორმირება-გამდიდრება; ეკლესიებთან ურთიერთობა და ‘იესო ქრისტეს დამოწმება”.
პრიორიტეტად მიჩნეულია სულიერი ფორმირება. მათი აზრით ,,ვორლდ ვიჟენმა უნდა
შეავსოს სულიერი ზრდის ნაკლულობა, რო შეავსოს სულიერი ზრდის ნაკლულობა,
რომელიც პერსონალსა და ეკლესიას შორის არსებობს”." ორთოდოქსული ინიციატივის
გეგმა (31.10.2001.) ასე ასაბუთებს ამ ინიციატივის საჭიროებას: ,,ახლო
აღმოსავლეთისა და აღმ. ევროპის რეგიონალური ოფისის (MEERO) დაარსების შემდეგ
(1990 წელი) საჭიროა ურთიერთობის დამყარება ორთოდოქსულ სამყაროსთან, რაც ამ ორ
ორგანიზაციას შორის ნაკლებ პრობლემებს გამოიწვევს. გარდა იმისა, რომ ჩვენი
მუშაკების უმრავლესობა ორთოდოქსია, ჩვენ ისეთივე სირთულეები გავაქვს, როგორიც
იყო კათოლიკურ კონტექსტში, მაგრამ აქ სირთულე მეტია, რადგან ორთოდოქსული
ხასიათი კონცეპტუალურედაც და კულტურულადაც განსხვავებულია კათოლიკურისა და
პროტესტანტულისაგან. ამიტომ საჭიროა ოფიციალური დიალოგის დაწყება, რათა უკეთ
მოვემსახუროთ ღარიბებს”." იქვე მოცემულია გაფრთხილება, რომ
პროზელიტიზმთან დაკავშირებით ამ ქვეყნებში განსაკუთრებული მგრძნობიარობაა.
დასკვნა:,,ორთოდოქსია იზიდავს ბევრ ქრისტიანს. იგი ალტერნატივაა
პოსტმოდერნისტული ხალხისათვის (რომელიც დაიღალა განათლების რაციონალიზმისა და
ცხოვრების სტილის მატერიალიზმისაგან ამან კი თავის მხრივ სულიერი სიმშრალე
წარმოშვა). ამიტომ, მისი სულიერი სიმშვიდის გამო, ორთოდოქსიას შეუძლია გახდეს
ვვ-ის ჰოლისტური სულიერების განახლების წყარო, რასაც ჩვენ ვეძებთ კიდეც
ვვ-ში”."
ორთოდოქსული
(ისინი მასში აერთიანებენ მართლმადიდებლებს, მონოფიზიტებს, იაკობიტებსა და აგრეთვე
სხვა არაქალკედონურ ეკლესიებს) ინიციატივის გეგმა მიზნად ისახავს ორთოდოქსული
ეკლესიების ლიდერებთან ოფიციალური დიალოგის დაწყებას, რათა ვვ-ის და ორთოდოქსულ
ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდეს:ა) ერთობლივი კონცეპტუალური სისტემა; ბ)
მჭიდრო ურთიერთობის ქსელი; გ) სიცოცხლისუნარიანი ურთიერთთანამშრომლობისათვის კონკრეტული
საშუალებები. ეს კი, საბოლოოდ იმის საშუალებას მისცემს ,,ვორლდ ვიჟენს, რომ
უკეთ მოემსახუროს გაჭირვებულებს”. Aაქვე წარმოდგენილია სპეციალური მიზნებიც,
რომელთაგანაც დავასახელებთ მხოლოდ რამდენიმეს:
ვვ-ისა და ორთოდოქსული
ეკლესიის ერთობლივი კონცეფციის აგება (რისთვის არის საჭირო ერთობლივი
კონცეპციის აგება? ისმის კითხვა:რაში უნდათ ერთიანობა? რომელ ერთობლივ
პოზიციაზეა ლაპარაკი? მართლმადიდებლური ეკლესია თვითონ არის ერთიანი სისტემა,
მაშ რაღა საჭიროა ვორლდ ვიჟენთან ერთად ერთობლივი კონცეპციის შექმნა. რას
მისცემს ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას?) (4.1);
დაეხმარონ ორთოდოქსული
ეკლესიების ლიდერებს, გაიგონ ვვ-ის ძირითადი დებულებები (რა საჭიროა ეს
მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერებისათვის?) (4.2);
არ იქნა აღქმული
ვვ როგორც პროზელიტური ორგანიზაცია ორთოდოქსულ კონტექსტში (4.5), თუმცა იგი
გვთავაზობს ეკუმენისტურ ერთობლივ ლოცვას და, რეალურად წარმოადგენს კიდეც
პროზელიტურ ორგანიზაციას. ასე, მაგალითად, მეეროს ქრისტიანული გავლენის
სემინარის მასალებში (ბუქარესტი, 2001 წლის 5-7 ნოემბერი), 50-ე გვერდზე ვვ-ის
დოკუმენტების და პოლიტიკის ქვეთავში, სადაც განმარტებულია ის, თუ რას
წარმოადგენს ,,დამოწმება იესო ქრისტესადმი" და რა არის ვვ, მოყვანილია
შემდეგი გამონათქვამები:1. ვვ იბრძვის პარტნიორობისათვის ლოცვაში,
თაყვანისცემაში. ჩვენ სხვადასხვა ტრადიციიდან მოვდივართ, მაგრამ გვსურს ეს
სხვაობა სიძლიერედ გადავაქციოთ. 2. ჰოლისტური ღვთისმსახურება იქნება
განათლების პროგრამის ნაწილი. პერსონალი სულიერი განვითარების პროგრამებში
მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მოიცავს:რეგულარულ ღვთისმსახურებას ანდა
რელიგიურ ადათებში მონაწილეობას, სულიერ განმარტოებას, ლოცვას და ბიბლიის
შესწავლას. სხვა ადგილზე:,,ჩვენ გვჭირდება ლოცვები აგრეთვე ორთოდოქსებთანაც.
ეს ორგანიზაცია
მცირედ განსხვავდება სხვა პროტესტენტული ორგანიზაციებისაგან. მათი პროგრამა
აგებული და მიმართულია ისე, რომ ეს ორგანიზაცია დაინერგოს ქვეყანაში. Mაგრამ,
,,იეღოვას მოწმეებისაგან” განსხვავებით, ისინი მაშინვე არ ითხოვენ პასუხს
(სარწმუნოების ცვლილებას). მათ აქვთ უფრო ხანგრძლივი პროგრამა, რომლის მიზანია
მართლმადიდებლური მენტალიტეტის შეცვლა.
აშკარადაა გამოხატული
ეკუმენისტური გაგება ეკლესიისა, მაგალითად: ,,ვირლდ ვიჟენს ესმის, რომ
ეკლესიები განსხვავდებიან თეოლოგიური და ლიტურგიუკული ტრედიციებით. მიუხედავად
ამისა, ჩვენ ყოველი ეკლესია გვესმის, როგორც საყოველთაო ეკლესიის ინსტიტუციური
გამოხატვა, იმიტომ რომ ისინი ინაწილებენ იესო ქრისტესადმი ერთგულებას და
სახარების სიმართლეს. ვვ თავის თავს თვლის ისტორიული ქრისტიანობის ტრადიციების
დამცველად, ადასტურებს მათ წარმოშობასა და ფასეულობებს იესო ქრისტესაგან...”
"გარდა ამისა კათოლიკური რეპოზიციონირების წინადადება (ვერსია 8, 5
თებერვალი, 1999 ), რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან კონტაქტების განვითარებას
ისახავს მიზნად, უფრო გულახდილად ამბობს, რომ ამ ინიციატივის სტრატეგიული
მიზანი არის პარტნიორობის გაძლიერება დახმარების, განვითარების, დაცვის,
მარკეტინგის და იესო ქრისტეს დამოწმების სამსახურებში. ჩამოყალიბებულია შვიდი
მიზანი, რომელთაგან გამოვყოფთ რამდენიმეს:
მიზანი ¹2. თუ
არის პასტორალური სპეციფიკური საჭიროება და არსებობს რესურსები, ვვ იპარტნიორებს
კათოლიკურ ეკლესიასთან.
მიზანი ¹4. ვვ
რეგულარულ კონტაქტებშია კათოლიკური ეპისკოპატის Kონფერენციებთან:აზია, აფრიკა,
ლათ.ამერიკა, ევროპა და ჩრდ. ამერიკა.
მიზან ¹6. ვვ
სპეციალურად ეძებს საშუალებებს კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მშვიდობის
აღდგენისათვის, როგორც გზას ერთიანობისაკენ ქრისტეს სხეულში.
როგორც ვხედავთ,
ეჭვგარეშეა ამ ორგანიზაციის ეკუმენისტური არსი.
ვვ-ის ორთოდოქსული
ინიციატივის შემდეგი მიზნებია:
-ორთოდოქსული
ტრადიციის სულიერი ღირებულებებით ვვ-ის პერსონალის გამდიდრება-4.7.
ეს შეუძლებელია,
რადგან მართლმადიდებლობიდან ცალკეული მომენტების აღება მათ ვერ გადააქცევს
მართლმადიდებლებად. პროტესტანტმა შეიძლება მიიღოს მართლმადიდებლობის-9/10, მაგრამ
თუკი თავისი ერთი მეათედი მაინც დაიტოვა, იგი მაინც პროტესტანტად რჩება, რადგან
მართლმადიდებლობა ერთიანი სისტამაა.
-ორთოდოქსულ
ქვეყნებში ორთოდოქსებს, კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მეგობრული ურთიერთობების
ჩამოყალიბებისა და ურთიერთთანამშრომლობისათვის ხელშეწყობა.
ეს პროცესი ითვალისწინებს
ვვ-ის და მთავარ ორთოდოქს ლიდერებს (როგორც იერარქებს, ისე სოციალურ აქტივისტებს)
შორის საწყისი კონტაქტის დამყარებას , ძირეული ნდობის ჩამოსაყალიბებლად და
პროცესის მოსალაპარაკებლად. შემდგომში დაგეგმილია ვვ-ისა და ორთოდოქს ლიდერებს
შორის რეგულარული კონტაქტაების სერიის განვითარება, მხარეთა შორის ნდობის
შექმნისა და ურთიერთგაგების გაზრდის მიზნით. კონტაქტების ქსელის შექმნა აღმ.
ევროპისა და ახლ. აღმოსავლეთის სხვადასხვა ეკლესიებში.
-5.7 რეგიონის
ყველა ქვეყანაში, სადაც ორთოდოქსული ეკლესია არსებობს, მოხდეს ამ პროცესის
კოპირება.
-5.8
ადგილობრივი თემის დონეზე კონკრეტული თანამშრომლობა.
ეს პროცესი უკვე
დაწყებულია, მათ უკვე დაამყარეს ურთიერთობა ორთოდოქსული ეკლესიის რამდენიმე
ლიდერთან, მათ შორის არიან: ბართლომე II, დანიელ ჩიობოტეა-მოლლდოვის მიტროპოლიტი,
ჯიან სალიბა - სირიის ორთოდოქსი ეპისკოპოსი ლიბანში, ბრადლი ნასიფი - ორიენტ.
თეოლოგი. მათი თქმით, ბართლომე II-მ თბილად მიიღო ვვ-ის წარმომადგენლები და
მას უნდა, რომ იყოს ვვ-სა და ორთოდოქსულ ეკლესიებს შორის პირველი საკონტაქტო
შეხვედრის მასპინძელი. მომავალში აპირებენ სომხეთის, ალბანეთის, საქართველოს,
სერბერძნეთის, პალესტინის, ჩერნოგორიის ორთოდოქსულ ეკლესიებთან კონტაქტების
განვითარებას.
ისმის კითხვა?
რას მოგვცემს ეს ორგანიზაცია ჩვენ, მართლმადიდებლებს? მათ შეუძლიათ ღარიბების
დახმარება რელიგიური პრობლემების გადაწყვეტის გარეშე. ისინი ერთმანეთს
უკავშირებენ ორ სხვადასხვა და დაუკავშირებელ რამეს: სოციალურ დახმარებას და
მსოფლმხედველობას, სადაც სოციალური დახმარაბა სატყუარას როლს ასრულებს. ამ
შემთხვევაში ქველმოქმედება მოსყიდვის სახეს იძენს.
მართლმადიდებლური
ეკლესიის სწავლებით ქველმოქნედება არ მოითხოვს რელიგიურობის ცვლილებას. ეს უკვე
ნათქვამია სამარიტელის იგავში. სამარიტელი, რომლის რელიგია განსხვავებული იყო
იუდეურისაგან, უანგაროდ დაეხმარა იუდეველს, ისე რომ არ მოუთხოვია მისთვის რელიგიის
შეცვლა. მაშ აქ რატომ ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირონ ეს ორი რამე? მართლმადიდებლობა
არ ქადაგებს იმას, რომ კათოლიკეები და პროტესტანტები მათზე უფრო დაბალი
ხარისხის ხალხია, რომ ისინი მპარავები არიან. მათთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა
სამოქალაქო, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, მაგრამ ამასთანვე არ შეგვიძლია
გვქონდეს მათთან მისტიური ურთიერთობები:არ შეგვიძლია და არც სურვილი გვაქვს,
რადგან ეკლესია მხოლოდ ერთი მისწრაფების ხალხის ერთიანობას წარმოადგენს.
ცხადია, შეიძლება
ერთად მუშაობა სხვადასხვა პრობლემებზეც, ოღონდ აქ უფრო სახელმწიფო ორგანიზაციებია
საჭირო. მისი საბოლოო მიზანია რელიგიის უნიფიკაცია. გამოდის რა იმ უახლესი
ინიციატივით, სურს მართლმადიდებლობაში ჩანერგოს რელიგიური პლურალიზმის იდეა,
დასაწყისში თუნდაც კონცეფციის დონეზე მაინც. ამ ნიშნით ვვ არის არა ერთადერთი,
არამედ ერთ-ერთი პროტესტანტული ორგანიზაცია სხვა ბევრიდან.
|