მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

მოზარდი თაობის მაგიზაციის გლობალური პროცესი

ჩვენს შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ჯადო, მამები პასუხობენ: ”ვინაიდან არსებობს დემონური ძალა, მაშასადამე არსებობოს დემონური ქმედება, მაშასადამე არსებობს დემონური ზემოქმედება. ზოგიერთ დამიანთან შეხვედრისა და ლაპარაკის შემდეგ ჩვენ ვშორდებით მას დათრგუნული, დამძიმებული და სიცარიელის გრძნობით. ასე ზემოქმედებს ჩვენზე ადამიანი თავისი სულიერი მდგომარეობით. მითუმეტესა, როდესაც საქმე გვაქვს მიზანმიმართული, შავი დემონური ძალის ზემოქმედებასთან. . . ჯადოქრობას ისე უნდა შევხედოთ, როგორც ვუყუებთ სხეულის ავადმყოფობას, როგორც ვუყურებთ უბედურებას. ჯადოქრობა უფრო ადვილად ზემოქმედებს ამპარტავან ადამიანზე. აპარტავანი ადაიანი ეშმაკს ემსგავსება, ვინაიდან ეშმაკის არსი, მისი შინაგანი ცხოვრება ამპარტავნება და სიძულვილია. ამაყი ადამიანი ეშაკის ზემოქმედებისათვის არის გამზადებული. ამიტომ სიმდაბლე წარმოადგენს ფარს ჯადოქრობის წინაარმდეგ. შემდეგ ლოცვა, განსაკუთრებით იესუს ლოცვა; თუ ადამიანი შეეცდება, გულში იქონიოს იესუს ლოცვა, იგი მნიშვნელოვანწილად დაცული იქნება ბნელი ძალისაგან. მაგრამ თავად იესუს ლოცვა უნდა იყოს სინანულის ლოცვა. ასევე დაგვიცავს წმინდა საიდუმლოებებთან ზიარება. სწორედ ამ საკითხში, ზოგიერთი უმეცარი სასულიერო პირი, იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს ხალხს ხშირი ზიარებისაკენ, პირიქით, განაშორებს მათ ზიარებისაგან ყოველგვარი საფუძვლისა და, მე ვიტყოდი, ყოველგვარი უფლების გარეშე. . . მაგრამ ნუ მოვახდენთ ბნელი ძალის აბსოლუტიზებას! მასზე უფლობს ღმერთი. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც წინაღუდგებიან ჯოჯოხეთის ბნელ, დამანგრეველ ძალას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმრთის ძალა ყოველთვის აღემატება ეშაკის ძალას. ეშმაკს არ შუძლია ღმრთის დაშვების გარეშე მოქმედება. ქრისტეს ნებართვის გარეშე ეშაკეულისგან განდევნილ დემონებს ღორების კოლტშიც კი არ შეეძლოთ შესვლა. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ დემონი ძლიერია ჩვენი ცოდვების გამო”.

როგორც ჩანს, კაცობრიობის ამქვეყნიური ისტორიის მიწურულს ჯადოქრობა და მაგია საყოველთაო გავრცელებას ჰპოვებს. თავისი არსით იგი წარმოადგენს ადამიანის ბნელი ძალებისადმი მორჩილების, მათი ნების აღსრულების, ადამიანის მიერ ამ ძალების თავის სულში შეშვებისა და სხვა ადამიანებისკენ მათი მიმართვის გამოვლინებასა და ხელოვნებას. სხვა ადამიანებისაკენ ამ ძალების მიმართვა ხდება მათ წინააღმდეგ ბრძოლის, მათი დაზიანების, დაზარალების მიზნით. ბრძოლის მოტივაციის მიხედვით მაგიის დაყოფა თეთრ და შავ მაგიებად წარმოადგენს სატყუარას უმეცართათვის, ვინაიდან დემონური ძალების ჩაყენება სიკეთის სამსახურში თავისივე არსში მცდარია. ამ საცდურით ცდილობენ ჩაითრიონ სარწმუნოებრივ საკითხებში გაუთვითცნობიერებული ადამიანები და ჩააყენონ ბნელი ძალების სამსახურში.

თუ რა მასშტაბების მიღწევა შეიძლება საზოგადოების “დემონიზაციის” პროცესში, ამის მკაფიო მაგალითს იძლევა მსოფლიო საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდი თაობის “ჰარიპოტერიზაცია”. არსებობს მრავალი პუბლიკაცია “ჰარი პოტერის” წიგნების საფრთხის შესახებ. მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს ამონარიდების სახით. Lლუდმილა ბელკინა წერს: “ჯადოქართა რომელიღაც ““აკადემიამ” მოინდომა თავისი რიგების საფუძვლიანად შევსება და ამისთვის გადაწყვიტა პლანეტის ყველა ბავშვის ჯადოქრად და გრძნეულად გადაქცევა. მეორე და მესამე ათასწლეულების გასაყარი ამ მიზნის განხორციელებისათვის საუკეთესო მომენტად იქნა მიჩნეული. ტელევიზორისა და კომპიუტერის მეშვეობით ბავშვების ტვინების რეცხვა თუმცა წარმატებულად, მაგრამ არასაკმარისად იქნა შეფასებული და ამიტომ შემუშავებულ და დანერგილ იქნა დედამიწის ნორჩი თაობის მაგიზაციის, თავისი მასშტაბით მართლაც “გენიალური” პროექტი, რომლის გავლენითაც პლანეტის ბავშვებმა დაივიწყეს თავიანთი ადრინდელი გატაცებები და საშინლად დაინტერესდნენ მაგიით. . . მხედველობაში მაქვს ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის წიგნები ჰარი პოტერის შესახებ. . . დღეს ეს წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მათმა საერთო ტირაჟმა 135 მლნ ეგზემპლიარს მიაღწია. . . საიდან გაუჩნდა ასეთი მონაცემები ყველასათვის უცნობ სკოლის მასწავლებელს - ჯოანა როულინგს? ხომ არ არის ეს წიგნები ბოროტი ძალების კარნახით დაწერილი, როგორც ეს ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტას შექმნისას მოხდა? თვით ჯოანა როულინგი წერს, რომ 1990 წ. მანჩესტერიდან ლონდონში მგზავრობისას მის წინ ჰარი პოტერი გაჩნდა. Qქალმა იგრძნო, რომ თავისი ოცნების მამაკაცს შეხვდა, შუყვარდა იგი (მოწიფული ქალი, დედა, ეტრფის 11 წლის ბიჭუნას (?!)) და დაიწყო მასზე წერა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ეშმაკისეული ინიციაცია იყო. . . ფაქტია ისიც, რომ თავისი შემზარავობით და პლანეტური მასშტაბებით ნამდვილი ეშმაკისეული იდეა - მთელი დედამიწის ბავშვები სატანის ერთგულ მსახურებად გადაქცევა - წარმატებით მიმდინარეობს. . . წიგნში სიკეთე (თეთრი მაგია) ებრძვის ბოროტებას (შავ მაგიას) და ამარცხებს მას . . . ასე მიიტაცება მოზარდთა გულები ე.წ. “კეთილი, თეთრი” მაგიისაკენ “.

შემდგომ ლუდმილა ბელკინა იმოწმებს არქიმანდრიტ რაფაელს (კარელინს), რომელიც წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე განმარტავს, რომ: “შავი მაგია აშკარა ბოროტებაა, რომელიც მიზანმიმართულად წარიმართება და ადამიანებს ზიანს აყენებს - აავადებს, კლავს, აზარალებს. თეთრი მაგია კი სიკეთის ნიღაბს ამოფარებული ბოროტებაა. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ძალები მოქმედებენ, თუმცა შავ მაგიაში დემონი თავის ნამდვილ სახეს ააშკარავებს მაშინ, როცა თეთრში იგი ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს (2 კორ. 11,14). არქიმანდრიტის აზრით, ოკულტური ცდების ასეთი გავრცელება და მათი ღია, ფართო დემონსტრირება წმინდა სახარებაში და აპოკალიფსში გადმოცემული წინასწარმეტყველების საშიშ სიმპტომებს წარმოადგენს: “რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ წინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა ვითარ შეუძლეს რჩეულთა მათცა”. (მათე;24,24) . . . წიგნის ფურცლებზე მრავალგზის მეორდება და მკითხველს დაჟინებით ენერგება, რომ ყველას შეუძლია “შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესისაკენ” და ჯადოქარი გახდეს. Mმაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა შეჭრა სულების სამყაროში დამღუპველია. ეს იგივეა, შეხვიდე ველური მხეცებითა და საშიში არსებებით სავსე უღრან ტყეში, რადგან მაგიური მეცნიერებების შესწავლა ქრისტე მაცხოვრის შინაგან უარყოფასა და დემონურ ძალებთან შეგნებულ ან შეუგნებლ შეერთებას ნიშნავს. . .”

საქმე რომ არა გვაქვს რიგით “ბესტსელერთან” ან მოზარდი თაობის “კუბიკ-რუბიკით” საყოველთაო გატაცების მაგვარ მოვლენასთან, ეს იქიდანაც ჩანს, რომ “პოტერიზაციის” სავალალო შედეგები უკვე სახეზეა. ელენა ანდრულაკისს გაფრთხილების მიზნით თავის პუბლიკაციაში (Rarakatheke, Noembrios-Dekembrios 2001, Teychos 21, pp.21-26) მოყავს შედეგი ინფორმაცია:

“ინფორმაცია განსჯისათვის:

1. წიგნის ავტორმა ჯ. კ. როულინგმა თავის რადიოინტერვიუში (The Diane Rehm Show, WAMU, National Public Radio, october 20, 1999) გნაცხადა, რომ აწარმოა სპეციალური გამოკვლევები მაგიური რიტუალებისა და წარმართობისა, რათა მისი წიგნები რეალისტური ყოფილიყო. იგი გვარწმუნებს, რომ მის წიგნებში აღწერილი რიტუალების დაახლოებით მესამედი ემყარება ნამდვილ ოკულტურ ქმედებებს.

2. ინგლისის პედაგოგთა და უნივერსიტეტის პროფესორთა კავშირი . . . უკვე დიდიხანია გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები აწარმოებენ ოკულტურ ცდებს. კავშირის გენერალური მდივანი პიტერ სმითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ბავშვები უნდა იყვნენ დაცული ოკულტიზმის მარგინალური გავლენისაგან. . . ჰარი პოტერზე ფილმის პრემიერა მიგვიყვანს ახალი თაობის წარმოშობამდე, რომელმაც აღმოაჩინეს მაგიის სამყარო. . . სულ უფრო მეტი ბავშვი ატარებს დროს მარტოობაში ინტერნეტში სატანისტური საიტების ძებნისას და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რატომ არავინ არის, ვინც ამას გააკონტროლებს. . “

3. ინგლისში ჩეტჰემის დაწყებითმა სკოლამ აკრძალა ჰარი პოტერის წიგნები თავის ბიბლიოთეკაში.

4. ერთერთმა ყველაზე დიდმა კომპანიამ - “ენთერთაინერმა”, რომელიც აკონტროლებს დიდი ბრიტანეთის საბავშვი სათამაშოების მაღაზიათა ქსელს, აკრძალა თავის მაღაზიებში ჰარი პოტერის გამოსახულებიანი საქონელის შეტანა . . . მისმა ერთერთმა მფლობელმა გერი გრანტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა იგი დაკარგავს შემოსავალს, მაგრამ იგი შეწუხებულია იმ არაკონტროლირებადი მდგომარეობით, რომელშიც ბავშევები ვარდებიან.

5. უმკაცრესი კრიტიკაა გამოთქმული ჰარი პოტერის წიგნების მიმართ, როგორც ამას მოწმობს “ამერიკის ბიბლიოთეკათა კავშირის ცენტრი”. 1999 და 2000 წლებში რეგისტრირებულია 1118 წერილობითი პროტესტი. ეს შეადგენს მეოთხედზე ნაკლებს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში რეალურად არსებული პროტესტებისა, რომლებშიც მოითხოვება ამ წიგნების ამოღება და გატანა, რაც მოტივირებულია მათი “ოკულტურ-სატანისტური” ხასიათით.

6. საბერძნეთში მეცნიერთა ასოციაციამ “პროოპტიკი”. . . ფართო გამოკვლევა ჩაატარა წინამდებარე თემაზე, რომელიც ფენომენის ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ ასპექტებს მოიცავდა და გამოხატა თავისი უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულება ჰარი პოტერის მიმართ.

7. ასევე, ბუნებრივია ქრისტიანული სამყაროს რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მრავალრიცხოვანი “ვებ-საიტებიდან” ჩანს

8. მათ ჩემს პირად გამოცდილებას ვუერთებ და მინდა აღვნიშნო, რომ ათენში არიან ამ საკითხით შეშფოთებული მშობლები და პედაგოგები, ღვთისმსახურნი და კატეხიზატორული სკოლების მასწავლებლები, რომლებმაც იციან ამ პრობლემის შესახებ, ან შეუნიშნავთ თავიანთი შვილების ცხოვრებაში მისი ზოგიერთი უშუალო შედეგი (ფობიის გაჩენა, უძილობა და სხვა) და ცდილობენ დაიცვან ამ საფრთხისაგან მოზარდი თაობა. . .

რამდენად შესაფერისია წიგნები, რომლებიც:

ა) აჩვევენ და აახლოვებენ ბოროტებასთან, მაგიასთან, ოკულტიზმტან, დემონიზმთან;

ბ) ბადებენ შიშებს;

გ) იწვევენ უარყოფით რეაქციებს

დ) შეიცავენ ანტიპედაგოგიურ ნაწყვეტებს.

მინდა მოვიყვანო რამოდენიმე დამახასიათებელი ნაწყვეტი ბავშვთა წერილებიდან, რომლებიც ვიპოვეთ ინტერნეტში:

1. 12 წლის გოგონა:”მე წავიკითხე ეს წიგნები სამჯერ და მეტად. ყოველი წაკითხვისას ვმოგზაურობ განსაკუთრებულ მაგიურ სამყაროში და ვბაძავ სამ მეგობარს. მეც მინდა, რომ გავხდე მაგი”.

2. 15 წლის გოგონა:”ჩემთვისაც რომ არსებობდეს სინამდვილეში ასეთი სკოლა!”

3. 10 წლის ბიჭუნა: “ჩემს სახლთან ალბათ არსებობს მაგების რომელიღაც ქალაქი. . . და ის ქალი, რომელიც ჩემს პირდაპირ ცხოვრობს, რაგორღაც უცნაურია. იქნებ იგი ნამდვილი კუდიანია “.

4. 10 წლის ბიჭუნა: “არა მჯერა, რომ ჩემს სახლთან შეიძლება არსებობდეს მაგების ქალაქი, მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ ის არსებობდეს, იმიტომ, რომ მე ვოცნებობ მაგი გავხდე

5. 9 წლის გოგონა: “მე მჯერა, რომ ჩემს სახლთან ნამდვილად არსებობს მაგების ქალაქი. მე განუწყვეტლივ ვხედავ უცნაურ სიზმრებს. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ მე ჭკუიდან შევიშალე, და ეს მართალია. როდესაც დავდივარ ქუჩებში, ვხედავ ვიღაც მოხუცებს, უცნაურ ადამიანებს, რომლებიც ატარებენ . . .სათვალეებს . . . და მანტიებს. . .”.

6. სხვა გოგონა: “ ყველა ჩვენთაგანს “აწვალებს” რომელიმე მასწავლებელი. . . სნეიპი მე მაგონებს მათემატიკის მასწავლებელს. . .”.

7. 9 წლის გოგონა: “მე უბრალოდ ჰარი პოტერის ფანატიკური მკითხველი ვარ და ძალიან მინდა, რომ მაგია სინამდვილეში არსებობდეს. მართალია, ძალიან მეშინოდა, როდესაც ვკითხულობდი მეოთხე წიგნს, განსაკუთრებით იმ ადგილს, სადაც კვდება სენდრიკ დიგორი, და გარკვეული ხნის განმავლობაში საშინელი კოშმარები მესიზმრებოდა “. . .

წმინდა წერილში წინასწარმეტყველი ამბოს: “ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად . . “ (ეს., 5,20). ხოლო ბერი პაისი მათაწმინდელი აბობს: “დაე, ღმერთმა გვიშველოს, ვინაიდან ახლა ბავშვებს ეხმარებიან შეიცვალონ არა კარგისაკენ, არამედ -– ეშმაკეულისაკენ”. “.

ცნობა გაზეთიდან (ვერსია, ¹4, 2003წ.): “ამერიკის პოლიციამ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა იატაკქვეშა ქსელი გამოაშკარავა. ისინი “ექსტაზის” რეკლამისათვის ბავშვებისათვის უსაყვარლეს ჰარი პოტერის სახეს იყენებდნენ . . . სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ტაბლეტები სწორედ მოზარდებისათვის იყო განკუთვნილი . . “. აი ნაწყვეტი ი.მედვედევას და ტ. შიშივას ბროშურიდან “ჰარი პოტერ, სდექ” (იხ. ვიქტორ ავდოიანის მიერ მომზადებული და გამოცემული ბროშურა “ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით”, თბილისი, 2003წ.): “რუსეთში ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი წიგნების პირველი მსხვერპლი გახდა 20 ნოვოსიბირსკელი მოწაფე , რომლებიც შაბიამნით მოწამვლის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ისინი მერვეკლასელებმა მოწამლეს . . . შესვენებაზე მივიდნენ მეოთხეკლასელებთან და მიაწოდეს რა საწყაო, უთხრეს, რომ მასში ჰარი პოტერის რეცეპტით დამზადებული ჯადოსნური სასმელია”.

სხვა მრავალი ფაქტობრივი მასალის მოყვანა შეგვიძლია მოზარდი თაობის “პოტერიზაციის” სავალალო შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ, ვფიქრობთ, მოყვანილიც საკმარისია იმისათვის, რომ ჰარი პოტერის წიგნების ქართულად თარგმნასა და მის გავრცელებასთან, ასევე ჰარი პოტერის შესახებ ფილმების შემოტანასთან და მის ჩვენებასთან დაკავშირებით ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატოთ. ჰარი პოტერის მოვლენასთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ასევე საქართველოს საპატრიარქომაც და ასავსებით სწორი განმარტებები გააკეთა, მიუხედავად ამისა ჰარი პოტერის ბუმი საქართველოში კვლავ გრძელდება. შესაძლოა ჰარი პოტერის საქმის მოთავეებს საქართველოში ბოლომდე არც ჰქონდეთ გააზრებული “მაგიზაციის” საფრთხისა და ვნების შესახებ, და უფრო კომერციული ინტერესები ამოძრავებთ, მაგრამ გვინდა მივმართოთ მათ, რათა გულისხმა ყონ, ნუ გასწირავენ თავიანთ და ჩვენს შვილებს და ნუ შეუწყობენ ხელს მათ ურთიერთობას დემონურ ძალებთან, რითაც ვნება მიადგება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ ოჯახებს, საზოგადოებასა და ქვეყანას.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ვითარებასთან და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს არანაირი ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაიცავს მოზარდ თაობას ოკულტურ-სატანისტური და წარმართული ქმედებების პროპაგანდისა და გავრცელებისაგან, იმ უზნეობისაგან, რასაც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების, ღვთის მცნებების სანაცვლოდ დასავლეთის “ღირებულებებს” დახარბებული ჩვენი საზოგადოება ითვისებს და ამკვიდრებს ჩვენს ქვეყანაში. მართლმადიდებელი მრევლის კავშირი ეკლესიისთვის მისაღები ყველა ფორმით შეეცდება წინ აღუდგეს მოზარდი თაობის “მაგიზაციისა” და “სატანიზაციის” პროცესს, ვინაიდან იგი განაშორებს ჩვენს მომავალ თაობას და, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ღმრთისაგან, მოგვაკლებს მის წყალობასა და მოგვაწევს რისხვასა და სასჯელს. ნუ იყოფინ!

ჟურნალი “Premiere” N45, 2002წ. მასალების მიხედვით. თარგმანი იბეჭდება გაზეთ “მრევლის” მიხედვით

სამწუხაროდ საქართველოშიც გამოუჩნდნენ ჰარი პოტერის შესახებ წიგნებს მთარგმნელები და საქართველოს ბავშვებიც შეუერთდნენ მსოფლიოს მოზარდთა თაობის მაგიზაციის პროცესს.

თუკი მაგია არსებობს, მაშინ?...

ამა წლის 7-13 აპრილის გაზეთ ,,ახალი ვერსიის’’ კულტურის საკითხებისადმი მიძღვნილ გვერდზე დაიბეჭდა სტატია სათაურით; ,,ეკლესია ,,ჰარი პოტერის’’ წინააღმდეგ’’. სტატიას მკითხველის ყურადღების მისაქცევად წარწერილი აქვს: ,,სკანდალური წიგნი’’. შესავალში ავტორი რეკლამას უკეთებს წიგნს და წარმოაჩენს მას: ,,მსოფლიო ბეტსელერად და ყველა დროის ადამიანის საკითხავ წიგნად’’, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა. განსაკუთრებით კი ეკლესიის წარმომადგენელთა და მორწმუნეების მხრიდან’’. მორწმუნეების მოსაზრებების გადმოცემას ავტორი იწყებს იმ აზრის დამკვიდრებით, თითქოსდა ,,საბერძნეთის, რუსეთისა და უკვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები თავიანთ მრევლს მოუწოდებენ: ,,ფრთხილად, მშობლებო, თქვენი შვილების სულებს იტაცებენ!’’ - მხოლოდ და მხოლოდ ათენის ერთერთ ჟურნალ ,,პარაკათატიკში’’ ელენა ანდრულაკის მიერ ,,ჰარი-პოტერზე’’ გამოქვეყნებული სტატიის გავლენით. მართლმადიდებლებთან გასაუბრების შემდეგ ბოლო სიტყვა ,,ჰარი პოტერის’’ მომხრეებს დაეთმოთ. ,,ჰარი პოტერის’’ ქართულ ენაზე გამომცემელი ბაკურ სულაკაური მეტად ორიგინალურ აღმოჩენებს აკეთებს: ,,ჩემი აზრით - აცხადებს იგი - წიგნის წაკითხვა, რაც არ უნდა ბოროტი ძალისგან იყოს შექმნილი ადამიანს ყოველთვის კარგისკენ უბიძგებს. ეს არის აქსიომა!’’ როგორც ჩანს ეს მეტად ორიგინალური აქსიომა ჯერ კიდევ უცნობია მთელ რიგ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც დღემდე იკრძალება ,,მაინ კამპფის‘’ წაკითხვა. აქვე ბატონი ბაკური, თითქოსდა ვინმემ სტატისტიკური კვლევა ჩაატარა და ცხელ-ცხელი მონაცემები წინ უდევსო, წარბშეუხრელად აცხადებს: ,,მე ვიცი არაერთი ბავშვი, რომლებმაც წიგნის კითხვა ამით (იგულისხმება ჰარი პოტერი) დაიწყეს და გადავიდნენ ინანიშვილის, დუმბაძის შემოქმედებაზე’’. ამგვარად გვიჩუყებს გულს ხალხის საყვარელი მწერლების სახელთა ხსენებით, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება როგორ შეურაცხყოფას აყენებს მათ. ე.ი. ქართველმა ბავშვმა, იმისათვის, რომ მიაგნოს ინანიშვილსა და დუმბაძეს, აუცილებლად ინგლისელი ქლის მიერ აღწერილი მაგიური რიტუალები უნდა შეისწავლოს? ნეტავ რომელი ქვეყნის ჯადოქრის წიგნი გახდება საჭირო რათა დაეხმაროს საქართველოს ნორჩ მკითხველს არჩილ სულაკაურის ,,სალამურას თავგადასავლის’’ აღმოჩენაში?

,,მტკნარი სიცრუეა, რომ ,,,,ჰარი პოტერი’’ მომხიბლავად დაწერილი მაგიის სახელმძღვანელოა’’ - არ ცხრება ბატონი ბაკური’’ - არანაირი მაგია და ოკულტიზმი! ამ სიტყვის მნიშვნელობა მე თვითონაც არ ვიცი, ბავშვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!’’ მეტად ლოგიკური განცხადებაა, თურმე, რადგან ბატონმა ბაკურმა არ იცის სიტყვა მაგიის მნიშვნელობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგია არ არსებობს. და უფრო მეტიც, ნუ იტყვით: ,,ვინც წიგნში ამგვარი რიტუალები დაინახა, შესაბამისად თავად არის ამ მოძღვრების მიმდევარი (ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები და მრევლი? ხ. ჩვ.), ანუ შეიძლება ადამიანს ფსიქიკა ჰქონდეს დამახინჯებული და ყველგან რაღაცეები ელანდებოდეს’’. გამომცემლის ეს სიტყვები შეიძლება კიდეც დაგვეჯერებინა, მის მიერ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი რომ არ გვედოს წინ. ამგვარი ბრალდების შემდეგ არ შეგვიძლია არ მოვიხმოთ თავად ავადხსენებული წიგნის ავტორის, ჯოანა როულინგის განაცხადი რადიოინტერვიუში (The Pianerehm Show,wamu, National Public Radio,octomber 20, 1999), რომ სპეციალური კვლევა აწარმოვა მაგიური და წარმართული რიტუალებისა, რათა მისი წიგნები რეალისტური ყოფილიყო. ამასთანავე იგი ამტკიცებდა, რომ დაახლოებით მესამედი მის წიგნებში აღწერილი რიტუალებისა, დაფუძნებულია ნამდვილ ოკულტურ მოქმედებებზე. 2000 წლის 30 ივნისს ტაიმსისთვის მიცემულ თავის ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ დემენტორები (დემონური ძალები, რომლებიც აწამებენ ადამიანებს მის მესამე წიგნში), უბრალოდ პერსონაჟები კი არ არიან, არამედ გაცნობიერებული აღწერილობაა იმ დათრგუნულობისა, რომელსაც იგი განიცდიდა ედინბურგში, საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი. ჩვენ კი ყოველივე ამის შემდეგ, თურმე ფსიქიკა გვაქვს დამახინჯებული და ყველგან რაღაცეები გველანდება. ჯოანა როულინგს კი, რომელსაც 1990 წელს მატარებელში მანჩესტერიდან ლონდონში მიმავალს, ჰარი პოტერი გამოეცხადა (? ხ. ჩვ.) და იგრძნო, რომ თავისი ოცნების მამაკაცს შეხვდა, შეუყვარდა იგი და დაიწყო მასზე წერა - თურმე როდი აქვს ფსიქიკა დაზიანებული, ანდა ელანდება რაღაცეები. ო, არა, ასეთ რამეს როგორ ვაკადრებთ ქალბატონს, რომელმაც მოლიონობით დოლარი მოუტანა კინობიზნესს და ასევე დიდ ფულს პირდება მისი წიგნის ქართულ ენაზე გამომცემელს ბატონ ბაკურ სულაკაურს. ისე კი ცნობისათვს, თავად სახელი ,,ჰარი’’ ინგლისურ ენაზე იხმარება სიტყვა ,,ეშმაკის‘’ სანაცვლოდ! თუმცა, როგორც XVII საუკუნის საკუთარი მოსახლეობით მოვაჭრე ზოგიერთი გადაგვარებული თავადის სულიერი შთამომავალი, ბატონი ბაკური აცხადებს: ,,ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები სულაც არ შეუშლიან ხელს ამ წიგნის მეორე ტომის ქრთული ვარიანტის გამოცემას”, რადგან ამ ახალი ქართველისათვის ფული სულზე და სამშობლოზე უტკბილესია. მერე რა, თუ ქათველი ბავშვების სულს დაამახინჯებს, მერე რა, თუ ვიღაცა ფსიქიურად დაავადდება, მერე რა, თუ ვიღაცა თვითმკვლელობით დაასრულებს ცხოვრებას. მას ხომ სამაგიეროდ ფული ექნება. ბევრი ფული... გულდასაწყვეტია, ის, რომ ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის შვილი ამგვარ სავალალო გზას ადგას.

სტატიის ავტორმა გამომცემლის პოზიციის გასამაგრებლად მწერალი აკა მორჩილაძე მოიხმო. აკა მორჩილაძე, რომელიც მრავალს მწერალი ქალი ჰგონია, სინამდვილეში ბრგე მამაკაცი გიორგი ახვლედიანია, რომელმაც განაცხადა: ,,რადგან ზღაპარი (ჰარი პოტერი) მაგებზე და ჯადოქრებზეა, ალბათ ამიტომაც არ იქნება მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის მისაღები. (მოგეხსენებათ ეკლესიას თავისი ადათი თუ დოგმატიკა აქვს!’’

როგორ მოგწონთ ფრაზა - ეკლესიას თავისი ადათი და დოგმატიკა აქვს! - თანაც ეკლესიაზე საუბრობს განყენებულად, თითქოს თავად მას არ ეხებოდეს ქრისტიანული მორალი. კარგად ჩანს თუ როგორი ..ღრმად განსწავლული’’ მწერლები გვყავს და რას უნდა მოველოდეთ მათგან მომავალში. ერთადერთი იმედი ისღა გვრჩება, იქნებ კორესპოდენტმა სწორად არ გადმოგვცა თანამედროვე მწერლის მოსაზრება, რასაც ხშირად აქვს ხოლმე ადგილი ჩვენს ,,გაყვითლებულ’’ პრესაში.

სტატიის დასასრულს ავტორი ასკვნის, რომ ,,ბაკურ სულაკაურისა და აკა მორჩილაძის აზრები სასულიერო პირთა შეხედულებებისაგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა”. (დიდება უფალს! ხ.ჩვ.) -- თუმცა, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო - ეკლესია ყოველთვის კარდინალურად გასხვავებულ (თუმცა აქ ავტორი გვიმალავს ვისგან ან რის მიმართებაშია კარდინალურად განდხვავებული! ხ. ჩვ.) ,,სულის მარგებელ” (აქ ბრჭყალები ირონიას გამოხატავს ხ. ჩვ.) სწავლებას ქადაგებდა და ქადაგებს, რაც ლოცვაში, ღვთის მოშიშობასა და მოყვასის სიყვარულში გამოიხატება’’. ე.ი. ავტორის აზრით საკითხი ლოცვა, ღვთის მოშიშობა და მოყვასის სიყვარული არის თუ არა სულის მარგებელი, ეჭვქვეშ დგას. ,,არც ის არის გამორიცხული, ეკლესია აზვიადებდეს ამა თუ იმ მოვლენას’’. ამ ფრაზით უკავე სტატიის ავტორის ღრმა ღმრთისმეტყველური ,,ცოდნა’’ გამჟღავნდა. ეკლესია აზვიადებს ამა თუ იმ მოვლენას - დამეთანხმებით ეს ფრაზა აკნინებს არა ეკლესიას, არამედ მთქმელს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ის, რომ დღეს-ღდეობით ქართული პრესა ღირსეულად აგრძელებს ბოლშევიკური პრესის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქარველი ერის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის მეთოდებს.

დასასრულს გვსურს გულისტკივილით მივმართოთ ქართველ ლიტერატორთა ნაწილს, რომელსაც მართლმადიდებლობისადმი ქვის სროლა დიდ პატივად და ღირსებად მიაჩნიათ. გვესმის და გვჯერა, რომ მათ არ წამთ ეშმაკის არსებობა, რომ შავი და თეთრი მაგია მათთვის ზღაპარი და ფანტასტიკაა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ამაზრზენ ფაქტებს, როლებიც ყველას თვალწინ ხდება და აძრწუნებს ქართველი ერის სულსა და გულს? რატომ ამთავრებენ მათი შვილები და სტუდენტები თვითმკვლელობით სიცოცხლეს?, რატომ ხდებიან ნიჰილისტები და ნარკომანები? რატომ ეწევიან გაუკუღმართებულ ცხოვრებას? რატომ არ არის სიმშვიდე და სიყვარული მათ ოჯახებში? რატომ არის ამდენი ღვარძლი და შფოთი მწერლებსა და პოეტებს შორის და ბოლოს, რატომ აღარ აინტერესებს ხალხს მათი შემოქმედება?იმიტომ ხომ არა, რომ ზურგი შეაქციეს უფალს, წყაროს ყოველი სიკეთისას - მარადიულ სიტკბოებასა და უკვდავებას?

ხოლო რაც შეეხება გაზეთ ,,ახალ ვერსის’’ რედაქციას, რომელიც თავისი სტატიით ცდილობს მკითხველს თავს მოახვიოს აზრი, თითქოსდა მართლმადიდებლური ეკლესია ,,უწყინარი ფანტასტიკური ზღაპრით’’ ,,ჰარი პოტერით’’ ტყუილად აშინებს მოსახლეობას და რაღაცეებს აზვიადებს, რომ თითქოს მაგია არც არსებობს - გვსურს ვკითხოთ, იქვე გაზეთში ათი გვერდის შემდეგ, რატომ აქვეყნებს ამგვარი შინაარსის განცხადებებს:

,,შევასწავლით (მსურველ ქრისტიანს) სრულიად მკურნალ-თეურგის პროფესიას ანუ გეცოდინებათ: დიაგნოსტირება და სწრაფი განკურნვა კოსმოსის (ღვთის) ძალით. (მითიებულია ტელეფონი) გურამი, ალექსი”.

ანდა ამგვარი:

,,კერძო დეტექტივი გთავაზობთ: დაკარგული ადამიანის, ნივთის, სპეციალური ინფორმაციის პოვნა-მოპოვებას, ანონიმურად. ვმუშაობთ ნათელმხილველთან ერთად. სოლოლაკი... (მისამართი და ტელეფონი), გურამი’’.

(საგულისხმოა, რომ ორივე განცხადებაში ერთი და იგივე ტელეფონის ნომერია მითითებული).

თუკი მაგია არ არსებობს მაშინ ამ განცხადების ავტორები თაღლითები არიან და გაზეთი თაღლითებს ხელს უწყობს, ხოლო თუკი მაგია არსებობს, მაშინ?..